როგორ დავდოთ საფეხბურთო ფსონები და რომელი საიტების გამოყენებით

თუ ფეხბურთის მოყვარული ხართ და და საყვარელი გუნდების გულშემატკივრობა თქვენი ჰობია, შესაბამისად, წინასწარი პროგნოზების გაკეთებაც უნდა გახასიათებდეთ. თუ გსურთ რომ კიდევ უფრო  მეტი სიამოვნება მიიღოთ ფავორიტი საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრობისას და ამავდროულად გაერთოთ მის გამარჯვებაზე ფსონების დადებით, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ და სწორედ ამ ინფორმაციას გაეცნობით ამ სტატიაში.

სანამ უშუალოდ ფეხბურთზე ფსონების დადებას გავეცნობოდეთ, მოკლედ განვიხილოთ ზოგადად ფსონების დადება რას მოიცავს.

რაიმე აქტივობის განსხვავებული შედეგებით დასრულებას სხვადასხვა ალბათობა აქვს, როგორც წესი, თანაფარდობის გამოთვლა ალტერნატიულ შედეგებს შორის წინასწარ ხდება და სწორედ მასზე დაყრდნობით შესაძლებელია დავასკვნათ ღირს თუ არა რაიმე შედეგის დადგომაზე ფსონის გაკეთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  ნებისმიერი სპორტის სახეობის თამაშზე შესაძლებელია  საბოლოო შედეგის ვარაუდი, რაც გვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება და განვსაზღვროთ მოგების შანსები.

ჩვეულებრივ, ბუქმეიქერები თავადვე აწვდიან მომხმარებლებს სხვადასხვა შედეგის დადგომის თანაფარდობებს და თქვენ შეგიძლიათ ამ ალტერნატივებიდან ყველაზე მოსალოდნელზე გააკეთოთ ფსონი ან გარისკოთ და ფსონი ნაკლებად ალბათურ შემთხვევაზე მოათავსოთ.

მაგალითად, ამ პროპორციებს ბუქმეიქერები წარმოადგენენ წილადების სახით ( 2/1), ასევე ვხვდებით შემთხვევას, როდესაც პროპორცია წარმოდგენილია ათწილადის სახით (2,0). ჩვეულებრივ, ტოტალიზატორები მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას მათთვის უფრო მარტივად აღსაქმელი ფორმატი გამოიყენონ.

მაგალითად, თუ თამაშის შედეგებზე შანსები წარმოდგენილია შემდეგი პროპორციით 2/1 ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თამაში მოგებით დასრულდა თქვენ მოიგებთ 2 ლარს ფსონად განთავსებულ ყოველ 1 ლარზე.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ საფეხბურთო ფსონს გააკეთებდეთ?

ფსონების გაკეთება ფეხბურთის შემთხვევაში ხდება ონლაინ ტოტალიზატორების საიტებზე, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა ვარიაციებსა, ჰანდიკაპებსა და მრავალ საფეხბურთო მატჩს. სასურველ თამაშზე ფსონის გაკეთებამდე მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, რადგან რომელიმე გუნდისადმი თქვენი ერთგულებით გამოწვეული გამარჯვების სურვილი საკმარისი შეიძლება არ აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთში ფსონების დადება როგორც თამაშის დაწყებამდე ასევე უშუალოდ თამაშის პროცესშიც შეიძლება, რაც დამოკიდებულია თავად ტოტალიზატორის გადაწყვეტილებაზე, შესთავაზებს თუ არა მომხმარებლებს ამ შესაძლებლობას.

ფსონის დადებამდე გაითვალისწინეთ:

  • როგორ ფორმაშია გუნდი, რომელის გამარჯვებაზეც გსურთ ფსონის დადება - რამდენად მზად არის ის მოახლოებული თამაშისთვის?
  • ხომ არ აქვს გუნდის რომელიმე ძირითად მოთამაშეს სერიოზული ტრავმა მიღებული, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მისი თამაშის ხარისხზე?
  • საყურადღებოა გუნდის მოტივაციაც, ცხადია, მსოფლიო თასის თამაშზე მოტივაცია ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე უბრალო ამხანაგურ შეხვედრაზე. რაც ასევე განაპირობებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს -  ამ თამაშზე ფსონების რაოდენობას. მოტივაციის დონის განსაზღვრაში დაგეხმარებათ იმის გათვალისწინებაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის კონკრეტული თამაშის მოგება საერთო ჯამში.
  • თამაშისას გამოყენებული ტაქტიკა - როგორი ტაქტიკა აქვს გუნდს არჩეული და  რა სტილის თამაშს ანიჭებს უპირატესობას.
  • სხვა ფაქტორებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. საშინაო მოედნის უპირატესობა, რადგან მასპინზელი გუნდის მოთამაშეები მეტი თავდაჯერებით თამაშობენ საკუთარ მოედანზე, როდესა მათ მოწინააღმდეგეებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ კონცენტრაციისთვის.

განვიხილოთ საფეხბურთო ფსონების უპირატესობები და ნაკლოვანებები

ფეხბურთის მოყვარულები თანხმდებიან, რომ ამ ამაღელვებელ სპორტში ხშირია სიურპრიზები და მოულოდნელობები, თუმცა ფსონების დადების კუთხით შეგვიძლია შევჯერდეთ გარკვეულ დადებით და უარყოფით მხარეებზეც, რომლებიც მსგავსად სხვა ყველაფრისა, ფეხბურთზე ფსონების დადებასაც გააჩნია.

უპირატესობები საფეხბურთო ფსონებზე

სპორტის ნებისმიერ სახეობაში ფსონების დადებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამ მხრივ კი ფეხბურთი, როგორც სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სახეობა  ნამდვილად წარმოადგენს ინფორმაციის მარტივად ხელმისაწვდომ სფეროს, რადგან საფეხბურთო  ჩემპიონატების ტრანსლაცია უამრავ არხზე და უამრავ ენაზე მიმდინარეობს, ფართოდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია თამაშის წესები შესახებ, ნებისმიერი მატჩის მსაჯების, გუნდის წევრების და მწრთვნელების შესახებ. 

ფეხბურთის თამშის წესები ყველასათვის მარტივად გასაგები და აღსაქმელია, რაც ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, რადგან წესები ყველასათვის ცნობილია და ფანები ხშირად აკრიტიკებენ მსაჯების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხბურთი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული, პოპულარული,  მაღალი ინტერესის გამომწვევი სპორტის სახეობა, შესაბამისად საფეხბურთო სამყაროში არსებობს მრავალი სახეობის გრანდიოზული ჩემპიონატი და ტურნირი, რომელთაც ათასობით მაყურებელი ესწრება და მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს ამ ჩემპიონატების პირდაპირ ტრანსლაციას.

ტურნირის გრანდიოზულობა და მაღალი ინტერესი საგრძნობლად აისახება ფსონების რაოდენობაზე და კონკრეტული თამაშისთვის ბუქმექერების მიერ წარმოდგენილ პროპორციებზე ალტერნატიული შედეგების შესახებ.

რაც იმას ნიშნავს, რომ ფსონის გამარჯვებულ გუნდზე დადების შემთხვევაში ბევრად მეტ მოგებას მიიღებთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მატჩების მსვლელობისას იქნებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ თამაშში მხოლოდ ორი გუნდი მონაწილეობს საფეხბურთო ჩემპიონატები საკმაოდ ხანგრძლივი სეზონით ხასიათდება, რაც საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ გუნდებს, მათ შედეგებს, თამაშის სტილსა და არჩეულ ტაქტიკას, რათა უფრო დარწმუნებით გააკეთოთ პროგნოზი ფსონის დადებისას.

უპირატესობას წარმოადგენს ასევე მრავალი სახეობის ფსონები, რომელსაც საფეხბურთო თამაშებისთვის გვთავაზობენ ბუქმეიქერები, მაგალითად: პირველი (მასპინძელი)  გუნდის მოგება, მეორე  (სტუმარი)გუნდის მოგება, ფრე, პირველი გუნდის მოგება ან ფრე, მეორე გუნდის მოგება ან ფრე, პირველი ან მეორე გუნდის მოგება მატჩის ძირითად დროში და მრავალი სხვა ალტერნატივა, რომელზეც შეგიძლიათ ფსონს განთავსება.

გარდა ბუქმეიქერების მიერ ონლაინ ტოტალიზატორებში წარმოდგენილი შედეგების პროპორციებისა, პროგნოზირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი ონლაინ კალკულატორი ფსონების საუკეთესო ალტერნატივაზე განსათავსებლად.

ასევე  უპირატესობას წარმოადგენს ონლაინ ტოტალიზატორების მიერ სრულიად უფასოდ შემოთავაზებული ნებისმიერი მიმდინარე თამაშის ტრანსლაცია.

საფეხბურთო ფსონების ნაკლოვანებები

მიუხედავად ფეხბურთის პოპულარულობის დონისა, არც ისე ხშირია გრანდიოზული ჩემპიონატები, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივი სეზონით მიმდინარეობს. მსგავსი ჩემპიონატები ფეხბურთის მოყვარულთათვის ძალიან საინტერესოა და მათ აღფრთოვანებასა და ენთუზიაზმს იწვევს, რაც აისახება ფსონების რაოდენობასა და სიდიდეზე.

შესაბამისად, არასეზონურ პერიოდში საფეხბურთო თამაშებზე ფსონების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, რაც აისახება ფსონების კოეფიციენტებზეც და გამომდინარე აქედან, ბუქმეიქერები მათ მომხმარებლებს სთავაზობენ შედარებით მცირე შესაძლებლობებსა და ჰანდიკაპებს ფსონების გასაკეთებლად.

როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოს გუნდი ფიზიკურად და ტაქტიკურად, მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ მსაჯებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი მიკერძოება ან ნაკლებად პროფესიონალური მიდგომა რადიკალურად ცვლის თამაშის შედეგს და ეს არის ერთ-ერთი ფართოდ განსჯადი თემა ფეხბურთის მოყვარულთა შორის. ძნელია ივარაუდო მსაჯის დამოკიდებულება კონკრეტული თამაშის და ამ თამაშში მონაწილე გუნდების მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს შედეგების პროგნოზირებას და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებას ფსონის დადების შესახებ.

ასევე ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ფსონის ავტორის არაინფორმირებულობა და დამოკიდებულება ფსონების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ფეხბურთის შესახებ ხელმისაწვდომია, ხშირად მომხმარებლები ფსონის დადებამდე არ ითვალისწინებენ გუნდის წარსულ თუ მიმდინარე შედეგებს და სხვა ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი, მაგრამ არც ისე მარტივია. ფსონს გაუაზრებლად გაკეთება კი უმეტესად არ სრულდება გამარჯვებით. წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება კი ხშირია ასეთი ფსონების ავტორთა შორის.

გაითვალისწინეთ, რომ ფსონის გასაკეთებლად სწორად შერჩეულ სტრატეგიას ყველაზე მეტი მოგების მოტანა შეუძლია ფეხბურთის სამყაროს ყველაზე გრანდიოზული მოვლენების მსვლელობისას.

ასეთია FIFA - მსოფლიო თასი - გრანდიოზული მსოფლიო თასის ტურნირი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოვლენაა ფეხბურთის მოყვარულთა შორის.

ასევე იხილეთ რამდენიმე მათგანი:

  • UEFA ჩემპიონთა ლიგა
  • UEFA ევროპის ჩემპიონატი
  • პრემიერ ლიგა
  • UEFA ევროპის ლიგა
  • ინგლისის ჩემპიონთა ლიგა
  • ლა ლიგა

საფეხბურთო ფსონები ქართულ ტოტალიზატორებში:

ფეხბურთის შემთხვევაში ფსონების გაკეთების შესაძლებლობას მომხმარებლებს მრავალი ქართული ტოტალიზატორი აძლევს, მრავალფეროვანი ფსონების ალტერნატივებით. რომლებიც საფეხბურთო თამაშებს პირდაპირი ტრანსლაციის რეჯიმში მათი საიტების საშუალებით გადასცემენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

როგორ ავარჩიოთ ონლაინ ტოტალიზატორი საქართველოში?