როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სპორტი, რომელზეც გვინდა ფსონის დადება

თუ ახალი ხართ აზარტული თამაშების სამყაროში, არ გაქვთ დიდი გამოცდილება და ამასთან საყვარელი სპორტი ან თამაში, რომელიც თქვენში ყველაზე დიდ აღფრთოვანებასა და ენთუზიაზმს იწვევს, შესაძლოა, გაწუხებდეთ კითხვა: როგორ ავირჩიოთ სპორტის ის სახეობა თუ თამაში, სადაც ღირს ფსონის გაკეთება? რა არის ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე? ამ სტატიაში სწორედ ამ კრიტერიუმებზე მოგიყვებით. 

მოთამაშის ინფორმირებულება

სპორტის ან თამაშის სახეობის შესახებ ინფორმირებულება მხოლოდ წესების ცოდნას არ გულისხმობს. წესების ცოდნა თავისთავად უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ სპორტში სწორი არჩევანის გასაკეთებლად, მაგრამ მოთამაშემ უნდა იცოდეს თამაშის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფსონის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ფავორიტი გუნდის თუ მოთამაშის ძლიერი და სუსტი მხარეები. ხშირად, სპორტში, ერთი შეხედვით უბრალო ფაქტორიც კი, შეიძლება გახდეს უმნიშვნელოვანესი თამაშის შედეგის განსაზღვრაში. მაგალითად, ამინდი: ცუდი ამინდი დიდ გავლენას ახდენს თამაშის მიმდინარეობაზე რაგბში, ცხენებით რბოლაში, ფეხბურთში და ბევრ სხვა სპორტში. თქვენ შეიძლება უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რომელი გუნდი ან მოთამაშე იქნება შეხვედრის ფავორიტი და თქვენი ფსონიც ამ მოთამაშის სასარგებლოდ იქნება მიმართული, მაგრამ გარე ფაქტორების უგულებელყოფა წარმატებას ვერ მოგიტანთ. სწორედ ამას გულისხმობს ინფორმირებულობა. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის პატარა თუ დიდი ფაქტორი, რომელსაც თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაძლებელია, რომ თქვენი გუნდი ყველა თამაშს იგებდეს საკუთარ მოედანზე, მაგრამ სტუმრად თამაშისას იგივე შედეგი ვერ დადოს, რასაც მოელოდით. ეს საკმაოდ ბუნებრივი და ხშირი შემთხვევაა სპორტში. ამიტომ ჩვენი რჩევაა, ფსონის დადებამდე მაქსიმალურად შეისწავლოთ გარემო და ბაზარი, რომელშიც ოპერირებთ. ჩამოწერეთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მუშაობს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. 

თქვენი ინფორმირებულობა ზრდის წარმატების ხარისხს და ალბათობას. გახსოვდეთ, რომ ბუქმეიკერები საკმაოდ მცირე სხვაობაზე თამაშობენ და მათი დამარცხება არც ისე მარტივია: თითოეულ მათგანს თამაშში, სავარაუდოდ, თქვენზე დიდი გამოცდილება გააჩნია. თუ არ აქვთ გამოცდილება, მათ გააჩნიათ უნარი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ინფორმაციის მოძიება.  

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

დავუშვათ, რომ რომელიმე სპორტის ან თამაშის დიდი გულშემატკივარი ხართ და არასდროს ტოვებთ რომელიმე მნიშვნელოვან მატჩს ან ჩემპიონატს ყურადღების გარეშე. მუდმივად უყურებთ შეხვედრებს ლაივში, უზიარებთ თქვენს მოსაზრებებს მეგობრებს და იყალიბებთ წარმოდგენას ამა თუ იმ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ნიშნავს ეს ყოველივე იმას, რომ თქვენ ამ თამაშის ექსპერტი ხართ? დიდი ალბათობით, არა. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. ძალიან ხშირად თქვენი საყვარელი გუნდი რომელიმე სეზონში ვერ დებს იმ ხარისხს, რასაც შეჩვეული იყავით და მათგან მოელოდით. მაგრამ თუ მხოლოდ წარსული გამოცდილებით იხელმძღვანელებთ, წარმატებას ვერ მიაღწევთ. გვესმის თქვენი გულანთებულობის მიზეზიც. ადამიანები ხომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობენ ერთი უმთავრესი მიზეზით: მათ უყვართ გარისკვა, ის ადრენალინი, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას ან ბოლო წუთებში იღებენ; ის შეგრძნება, როცა მათი მოლოდინები მართლდება ან დამარცხების შემთხვევაში, შეუპოვრობისა და ხელახლა ცდის სურვილი. ყოველივე ეს ნორმალურია, მაგრამ ზომიერება წარმატების გარანტიაა და საკუთარი თავის კონტროლი საუკეთესო ხერხი ამ წარმატების მისაღწევად. თქვენ შეიძლება ძალიან კარგად იცნობთ თქვენ გუნდს და, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე სერიაში ეს გუნდი სტაბილურად მსგავს კოეფიციენტებს იღებს წაგებაზე ან მოგებაზე სხვადასხვა ცნობილი ბუკმეიქერეისაგან, მაგრამ მოულოდნელად ეს მნიშვნელობა რომელიმე თამაშის წინ რადიკალურად იცვლება. სწორედ აქ არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი. თქვენს ინტერესში შედის, ჩაატაროთ ონლაინ გამოძიება, თუ რამ გამოიწვია მოლოდინების რადიკალური ცვლილება. იქნებ რომელიმე მოთამაშე გამოეთიშა თამაშს, რომლის შესახებაც არ იცოდით? იქნებ შეიცვალა შეხვედრის დრო და ადგილი? ამისთვის მნიშვნელოვანია, ეწვიოთ სხვადასხვა ოფიციალურ გვერდებს, დეტალურად შეისწავლოთ მდგომარეობა იმ დროის მონაცემებით და ყოველივე ეს ფაქტორი მიიღოთ მხედველობაში ფსონის გაკეთებამდე. 

„გამოძიება“ მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც ჩვენთვის საუკეთესო ბუკმეიქერს ვეძებთ, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ კოეფიციენტებს შემოგვთავაზებს. შეეკითხეთ მეგობრებს, გაუზიარეთ ინფორმაცია, გამოიყენეთ ინტერნეტ-რესურსები, გახდით „მინი-დეტექტივები“. მხოლოდ იმიტომ რომ წლებია ურთიერთობა გაქვთ ერთ ონლაინ კაზინოსთან ან ბუკმეიქერთან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესი ვარიანტი არ არსებობს. 

გახსოვდეთ, ინფორმირებულობა ფსონის გაკეთებამდე თქვენი ყველაზე ძლიერი მხარეა. 

სპორტის სახეობის პოპულარულობა

ყველა ქვეყანას აქვს სპორტის საყვარელი სახეობა, რომელსაც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა განსაკუთრებულ თვალყურს ადევნებს და გულშემატკივრობს. ქართველებს ხშირად გვიყვარს აღნიშვნა, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“. ამა თუ იმ სპორტის პოპულარულობა რომელიმე ქვეყანაში თავისთავად აზარტული თამაშების ინდუსტრიაზეც დიდ გავლენას ახდენს. უპირველეს ყოვლისა, თამაშის პოპულარულობა ნიშნავს, რომ ბუკმეიქერებისა და ონლაინ კაზინოების ბაზარი გაცილებით დიდი იქნება სხვა სახეობებთან შედარებით, რაც მანევრირების უკეთეს შესაძლებლობას გაძლევთ. ამასთან ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული კოეფიციენტების მნიშვნელობა უფრო რეალისტურია, ხოლო არჩევანი მრავალფეროვანი. ბაზრის სიდიდე ნიშნავს კონკურენციის მაღალ ხარისხს: ბუკმეიქერები ცდილობენ, არა მარტო თქვენ მოგიგონ ფსონის დადებაში, არამედ კონკურენტ ბუქმეიქერებზე გაცილებით უკეთესი პირობები შემოგთავაზონ მეტი მომხმარებლის მოზიდვის მიზნით. ყოველივე ეს თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს: უფრო დიდი შანსი გაქვთ, რომ მოიპოვოთ ბონუსები, რომელსაც სხვა სახეობებში არ გთავაზობენ, იქნება ეს გაწევრიანებისა თუ პირველი დეპოზიტის ბონუსები. ამასთან შეზღუდული არ ხართ მხოლოდ ერთ ონლაინ კაზინოსთან ურთიერთობით და შეგიძლია თქვენი ფული ნებისმიერ დროის „წაიღოთ სხვასთან“, რომელიც უკეთეს პირობებს და სათამაშო გარემოს გთავაზობთ. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გამოიკვლიოთ და შეისწავლოთ ბაზარი და ასე გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი. 

თავისთავად, ზემოთ აღნიშნული სულაც არ გულისხმობს იმას, რომ არასდროს ითამაშოთ ან დაინტერესდეთ სპორტის იმ სახეობით, რომელიც თქვენს ქვეყანაში პოპულარული არ არის. შესაძლოა, გაინტერესებთ რომელიმე სპორტის საგულდაგულო შესწავლა ან ბავშვობიდან ხართ დაინტერესებული იმ სახეობით, რომელიც არც ისე პოპულარულია თქვენს მეგობრებში. ან სულაც აპირებთ, რომ პროფესიონალური კარიერა შეიქმნათ ინდუსტრიაში: ამისთვის აუცილებელია გამოსცადოთ საკუთარი თავი იქ, სადაც არც ისე კომფორტულად გრძნობთ თავს, მაგრამ აუცილებლად დააზღვიეთ რისკები და იმოქმედეთ ნელა. ეს თამაშები არსად არ მიდის, მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. 

ფსონების მრავალფეროვნება

სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ფსონის გაკეთებისას, რომელსაც,  ნებით თუ უნებლიედ, აუცილებლად დააკვირდებით და სრულად სამართლიანად. ფსონების მრავალფეროვნება არა მარტო სპორტის სახეობის, არამედ ბუკმეიქერის არჩევაშიც დაგეხმარებათ. ყველა ბუკმეიქერი სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში იდენტურ ფსონებს არ გვთავაზობს, განსხვავებულია კოეფიციენტების მნიშვნელობა და განსხვავებულია ფსონის სახეობები, რომელსაც ისინი სხვადასხვა სპორტში გვთავაზობენ. ზოგიერთი ბუკმეიქერი მხოლოდ თამაშის დაწყებამდე იღებს ფსონებს, ზოგი კი უშვებს ფსონების დადებას თამაშის მიმდინარეობისასაც (ე.წ. „ლაივბეთი“). ხშირად, ტოტალიზატორები თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრეც გვაძლევენ ფსონის გაკეთების ან გაკეთებული ფსონის შეცვლის შესაძლებლობასაც. ყოველივე ეს თქვენს არჩევანზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ლავირება, მანევრირება, მოქნილობა - ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სპორტის აუცილებელი კომპონენტებია და, მათ შორის, აზარტული გართობისაც. ამიტომ სანამ არჩევანს გააკეთებთ, კარგად გაეცანით წესებსა და პირობებს, რომ უსიამოვნო შემთხვევებისგან დაცული იყოთ და დარწმუნდეთ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. თითოეულ სპორტს თავისი უნიკალური ფსონების ტიპები გააჩნია, რომელთა შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ინტერნეტში ან ბუკმეიქერის ვებგვერდზე. 

მოგება VS გართობა

ამის შესახებ გვინდოდა სტატიის დასაწყისში მოგვეთხრო, მაგრამ ვსაუბრობთ აქ, რადგან გვინდა დასკვნის სახით მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რას არის თქვენი მოტივაცია, როდესაც ჩამოდიხართ ფსონს? გინდათ, რომ მიიღოთ ფინანსური სარგებელი, თუ უბრალოდ გინდათ დატკბეთ საყვარელი ან უცნობი სპორტით, მიიღოთ სიამოვნება მეგობრებთან ერთად და გაერთოთ. ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რომელი სპორტი თუ თამაში აირჩიოთ ფსონის გასაკეთებლად. შეიძლება, დაგებადოთ კითხვა: „ფსონს ხომ ყველა ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს?“, - რა თქმა უნდა, მაგრამ არიან ადამიანები, პროფესიონალი მოთამაშეები, რომელთათვისაც აზარტული თამაშები შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. თუ თქვენ ამ კატეგორიაში შედიხართ ან დიდი სარგებლის მიღება გაინტერესებთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სპორტი თქვენგან გაცილებით დიდ რესურსებს მოითხოვს დროისა და ენერგიის მხრივ. მზად უნდა იყოთ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ თქვენი არჩევანის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ბაზრის კვლევას. მათთვის კი, ვისთვისაც თამაშები გართობის სახეობაა, შეგიძლიათ დატკბეთ პროცესით და მიღებული სარგებელი განიხილოთ, როგორც დამატებითი მოტივაცია თამაშის გასაგრძელებლად. 

რომ შევაჯამოთ: 

  • ფსონის გაკეთების დროს ყველა მოთამაშე ხელმძღვანელობს კრიტერიუმების ერთობლიობით, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია თქვენი წარმატებისთვის. 
  • ყველა თამაშს თავისი სპეციფიკა აქვს არა მხოლოდ სპორტში, არამედ აზარტული თამაშების ინდუსტრიაშიც. თქვენი ვალდებულება და პირდაპირი ინტერესია, იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული ამ თამაშებისა და შემოთავაზებული ფსონების სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. 
  • გახსოვდეთ, რომ ინფორმირებულობის გარდა, იხელმძღვანელოთ კონკურენტული ბაზრის, მრავალფეროვანი არჩევანისა და თქვენი საკუთარი პრეფერენციების პრინციპით და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცესში მიიღოთ სიამოვნება. 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

ფსონები კალათბურთში: სახელმძღვანელო დამწყები და პროფესიონალი მოთამაშეებისათვის

პოპულარული სტრატეგიები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ ფსონის დადებამდე