როგორ ავარჩიოთ ონლაინ ტოტალიზატორი საქართველოში?

თქვენი სურვილების შესაბამისი ონლაინ ტოტალიზატორის ასარჩევად მთავარია ფლობდეთ სანდო და რელევანტურ ინფორმაციას ონლაინში არსებული ონლაინ ტოტალიზატორების შესახებ, ასევე რა კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა უნდა გაითვალსწინოთ სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებდეთ. ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხებსა და მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტორებს განვიხილავთ. ინფორმაციულობის დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად განვიხილავთ ქართულ ონლაინ ტოტალიზატორებს და მათ მიერ წარმოდგენილ სერვისებს, რათა გაგიადვილდეთ შედარება და თქვენი ფავორიტის არჩევა.

ლიცენზირებული ონლაინ ტოტალიზატორები

საქართველოში ონლაინ ტოტალიზატორების შერჩევისას უმნიშვენლოვანესია გავითვალისწინოთ აქვს თუ არა კონკრეტულ ბუქმეიქერს მიღებული ამ ინდუსტრიაში მუშაობის ლიცენზია, რათა თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის გაუგებრობასა თუ უფრო უარესი, თაღლითობის სქემაში მონაწილეობა.

ამ სფეროში მომუშავე კომპანიები ვალდებული არიან საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ისინი უნდა ოპერირებდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე და ამის საფუძველზე აწყობდნენ აზარტულ და მომგებიან თამაშობებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მათსავე ვებ გვერდებზე.

ქართული ლიცენზიის მქონე ონლაინ ტოტალიზატორის შერჩევა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ისი საქართველოს მთავრობის რეგულაციებით კონტროლდებიან და შესაბამისად, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციისა და ფინანსური სახსრების უფრო მაღალი უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებათ.

იმის დადგენა, აქვს თუ არა კონკრეტულ ონლაინ ტოტალიზატორს საქართველოში ფუნქციონირების ლიცენზია მარტივად არის შესაძლებელი თითოეული ტოტალიზატორის ვებ გვერდზე განთავსებულ გრაფაში - „წესები და პირობები“, სადაც იხილავთ ინფორმაციას ამ კაზინოს დაარსების, რეგლამენტირების და კანონმდებლობასთან თანხვდომის შესახებ, მუშაობის ლიცენზიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა საყურადღებო ნიუანსს, ამიტომ აუცილებლად გადაამოწმეთ შესაბამისი გრაფები.

საქართველოში საკმაოდ ბევრი ლიცენზირებული ონლაინ ტოტალიზატორია, მათ შორისაა აჭარაბეთი, ეროპაბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი, ლიდერბეთი.

ონლაინ ტოტალიზატორის საიტის მნიშვნელობა

ონლაინ ტოტალიზატორის საიტის საიმედოობასთან  ერთად მისი სტრუქტურა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას. 

დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად მარტივად აღქმადია საიტი და არის თუ არა ის ადვილად გამოსაყენებელი. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული ონლაინ ტოტალიზატორის ვებსაიტის აქვს თუ არა მობილურ მოწყობილობებზე ადაპტირებადი ვერსია.

ქართულ საიტებზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიუხედავად განსხვავებული დიზაინისა ყველა საიტზე შენარჩუნებულია მარტივი სტრუქტურა, რომელიც ვებ-გვერდზე შესვლისთანვე მარტივად აღქმადია. მაგალითად, აჭარაბეთის, ევროპაბეთის, კრისტალბეთის, ლიდერბეთისა და ბეთლაივის ვებ-გვერდებზე მთავარი ინფორმაცია განაწილებულია საიტის ზედა და ქვედა სივრცეებში და დაყოფილია შესაბამის კატეგორიებად. ხოლო კროკობეთის ვებ-გვერდზე საიტის ფუნქციონალი წარმოდგენილია დესკტოპის მარცხენა ნაწილში და დამატებითი წესების ველი ქვედა ნაწილში.

მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა

ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ რა სახის მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა აქვს ონლაინ ტოტალიზატორს და კომუნიკაციების რომელი არხებია ხელმისაწვდომი საიტზე.

კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ მხარდაჭერას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მაგალითად, ლაივ-ჩატის, 24 საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზის, ვაიბერის, ელექტრონული ფოსტის და ოპერატორთან დასაკავშირებელი ველების დახმარებით.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ლაივ-ჩატის გამოყენებას, რადგან სურთ ზუსტი და სანდო ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ონლაინ ტოტალიზატორებიდან ლაივ-ჩატს მომხმარებელს სთავაზობს აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ბეთლაივი, კრისტალბეთი და კროკობეთი სთავაზობს 24/7 რეჟიმში და ოპერატორები მომხმარებლებს სამ ენაზე ქართულად, რუსულად და ინგლისურად ემსახურებიან. ხოლო ლიდერბეთის ოპერატორები მომხმარებლებს ლაიივ რეჟიმში ესაუბრებიან საიტზე წარმოდგენილი სასაუბრო პლატფორმით.

შემოთავაზებული ბონუსები, კოეფიციენტები და ფსონების მრავალფეროვნება

დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდეთ თუ რამდენად მრავალფეროვანია შემოთავაზებული ფსონები, შესაძლებელია თუ არა ქეშაუთის ფუნქციის გამოყენება და ლაივ ბეთინგი.

ასევე უნდა შეადაროთ კონკრეტული თამაშისთვის ბუქმეიქერების მიერ წარმოდგენილი კოეფიციენტები, რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი და გაძლევთ გართობის უფრო მეტ შანსს.

ქართული ონლაინ ტოტალიზატორები ხშირად და გულუხვად აჯილდოებენ თავიანთ მომხმარებლებს სხვადასხვა ამაღელვებელი ბონუსებით. თითოეული მათგანი მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტულ ბონუსებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით: სპორტი, პოკერი, სლოტები, მაგიდის თამაშები და სხვა.

გარდა ამ ბონუსებისა თითოეულ ონლაინ ტოტალიზატორს აქვს ექსკლუზიური შეთავაზებები მომხმარებლებისთვის:

  • აჭარაბეთის მიერ შემოთავაზებული ფსონების ექსპრეს დაზღვევა
  • ბეთლაივის ექქსკლუზიური ბონუსების კატეგორია „შექმნილია ბეთლაივზე“
  • ინოვაციური RACE TO პოზიციები, ინფორმაციული ლაივი და WELCOME ბონუსი კრისტალბეთისგან
  • მხოლოდ და მხოლოდ კრისტალვეთი წარმოგიდგენთ ტოპ ჩემპიონატების ლაივ ტრანსლაციას  გვერდიდან გაუსვლელად.
  • SpinBet სლოტმასტერი მხოლოდ ლიდერბეთზე!
  • ევროპაბეთი გთავაზობთ საქართველოში პირველ Fast Bet-ს , რომლის წყალობითაც შეგიძლია ყველაზე სწრაფად შექმნა შენზე მორგებული ბილეთი სასურველი პარამეტრებით

თანხის სწრაფად გადახდა და განაღდება

გადახდის საშუალებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მომხმარებელთათვის ხშირად წარმოადგენს დისკომფორტის მიზეზს მათი სიმცირე და მოუხერხებლობა. ქართული ონლაინ ტოტალიზატორები ფართოდ იყენებენ სხვადასხვა გადახდის  საშუალებებს, თუმცა მათი შემოთავაზებები განსხვავდება შესაბამისად წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: 

შეიძლება ითქვას რომ ევროპაბეთი გადახდის საშუალებების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. მათ შორის:

  • TBC (Visa, MasterCard) და TBC Pay -ის ელექტრონული საფულე
  • საქართველოს ბანკი (Visa, MasterCard), ასევე საქართველოს  ბანკის თვითმომსახურების ტერმინალები და სწრაფი გადახდის აპარატები
  • E-money ელექტრონული საფულე
  • Liberty Bank
  • Pay.ge-ის ტერმინალები, ან Pay.ge-ის ვებ-გვერდი
  • Neteller და Skrill - თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დეპოზიტი  25-დან 1450-მდე უნდა მერყეობდეს.
  • MyPay-ის ელექტრონული საფულე
  • Paybox აპარატები ან Paybox.ge-ის ელექტრონული საფულე
  • Europebet-ის სალაროები
  • Numus, MoneyMovers და NEOLLET.COM

აჭარაბეთის ანგარიშზე თანხის შეტანის საშუალებებია:

  • Visa/Mastercard ბარათების მეშვეობით
  • ლიბერთი ბანკის სმარტივი/ფორტუნა ბარათის მეშვეობით
  • Emoney, Webmoney, Wallet one ელექტრონული საფულის მეშვეობით
  • სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით
  • აჭარაფეის სალაროდან (მისამართები წერია გადახდის მეთოდებში „სალარო“ სექციაში)

ხოლო თანხის განაღდებისას ზემოთ ჩამოთვლილ შესაძლებლობებს ემატება კიდევ ორი:

  • აჭარაბეთის ექსკლუზიური Incognito ბარათის მეშვეობით.
  • საქართველოს ბანკის ბანკომატიდან და ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან ID ბარათის მეშვეობით.

ბეთლაივის ანგარიშზე თანხის შეტანის საშუალებებია:

  • S მარტივი ფორტუნა — მინიმალური შენატანი 1, მაქსიმალური- 1 000 ლარი.

ამ შემთხვევაში მინიმალური შენატანია 1, მაქსიმალური- 5 000 ლარი;

  • X Card
  • თიბისი ბანკი
  • საქართველოს ბანკი,
  • UniPay, UniPay Wallet

თანხის განაღდება შესაძლებელია ვიზა ან მასტერქარდ ტიპის ნებისმიერი საბანკო ბარათიდან.

ნაღდი ანგარიშსწორების დროს კი მოთამაშეს შეუძლია მივიდეს სათამაშო აპარატების სალონების ინტერნეტ განყოფილებაში.

კრისტალბეთის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ხდება:

  • საქართველოს, თიბისის, ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან;
  • eMoney-ს; WebMoney-სა და Wallet-ის ელექტრონული საფულეების დახმარებით;
  • Crystalbet-ის, ლიბერთის ფილიალების, TbcPay-ს, ExpressPay-სა და  PayBox-ის აპარატების საშუალებით.

თანხის გატანა შესაძლებელია:

  • საქართველოს, თიბისის, ლიბერთი ბანკის ფილიალებიდან;
  • eMoney-ს ელექტრონული საფულის მეშვეობით;
  • პირადობის მოწმობის წარდგენით საქართველოს ან ლიბერთის ბანკის ფილიალებში;
  • Crystalbet -ისა და ლიბერთი ბანკის სალაროებიდან.

კროკობეთის ბალანსის შესავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • Visa/Mastercard ბარათების მეშვეობით
  • სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით
  • კროკობეთის სალაროდან (მისამართები წერია გადახდის მეთოდებში „სალარო“ სექციაში)

თანხის გატანა შეგიძლიათ:

  • Visa/Mastercard ბარათების მეშვეობით
  • კროკობეთის სალაროდან (მისამართები წერია გადახდის მეთოდებში „სალარო“ სექციაში)

ლიდერბეთის ბალანსის შევსება შესაძლებელია:

საქართველოს, თიბისის, ლიბერთის, ვითიბის, ჰალიკ ბანკის, ბაზისბანკის, ინვესტ ბანკის, ზირაათ ბანკის, ლიდერქარდის მეშვეობით  ან სხვა ნებისმიერი ვიზა ან მასტერდქარდით.

ბალანსის შესავსებად საჭიროა ბარათის ნომრის შეყვანა, მოქმედების ვადისა და CVV-ს მითითება.

თანხის გატანა, შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საბანკო სტრუქტურას დამატებული  CashOut და OPPA.

აღსანიშნავია, ჩვენ მიერ განხილული ონლაინ ტოტალიზატორებიდან ყველა მათგანის წესდებით გატანის საკომისიო 0 პროცენტია. გარდა ლიდერბეთისა, რომლის თანახმადაც თანხის გატანის საკომისიო ლიდერბეთის ყველა არხისთვის 1%-ია, გარდა ლიდერქარდისა და CashOut-ის, სადაც გადახდის საკომისიო 0-ის ტოლია. 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ქეშაუთის შესახებ

როგორ დავდოთ საფეხბურთო ფსონები და რომელი საიტების გამოყენებით