რამდენის მოგება შეგიძლია სპორტ-ბეთინგში: ძირითადი წესები და კალკულაციები

იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც ფსონებს დებს სხვადასხვა სპორტის სახეობაზე, უპირველესად არიან სპორტის გულშემატკივრები. ისინი ცდილობენ საკუთარი ცოდნა კონკრეტული თამაშისა თუ სპორტსმენებისა გამოიყენონ იმისათვის, რომ გამოიმუშავონ დამატებითი თანხა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი მსოფლიო აღტაცებულია დიდი ჩემპიონატებით და გულშემატკივრობენ საკუთარ რჩეულს.

აზარტული თამაშების მთელი ფილოსოფია დაფუძნებულია მათემატიკასა და ალბათობაზე. თუ ხედავ ლოგიკასა და კალკულაციებს თამაშის მიღმა, მაშინ შენ შანსი გაქვს მოიგო მეტი თანხა სპორტ-ბეთინგში.

სპორტ-ბეთინგში დადებულ ფსონზე მოგების რაოდენობა დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე. სტატიაში ყურადღება გამახვილებული იქნება 3 ძირითად მათგანზე: კოეფიციენტებზე, ბუქმეიქერების მარჟაზე და ფსონების ლიმიტებზე. თითოეული მათგანი მეტწილად განსაზღვრავს მოთამაშის მოგების შანსებს. კოეფიციენტებსა და მოგებას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა. რაც მეტია კოეფიციენტი, მით მეტია მოგება. ხოლო მოგებასა და ბუქმეიქერების მარჟას შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. რაც მეტია ბუქმეიქერების მარჟა, მით უფრო არახელსაყრელია კოეფიციენტები და ნაკლების მოგება შეგიძლიათ. განვიხილოთ თითოეული მათგანი დაწვრილებით. 

რა გავლენას ახდენს კოეფიციენტები მოგების შესაძლებლობაზე? 

პრიზის რაოდენობა დამოკიდებულია კოეფიციენტზე, ე.წ ,,კუშზე’’. კოეფიციენტი წარმოადგენს რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც გვიჩვენებს თამაშის გარკვეული შედეგით დასრულების ალბათობას. თუ მოთამაშე გამოიცნობს მოვლენის შედეგს, ის მოიგებს ფსონის თანხას გამრავლებულს კოეფიციენტზე. კოეფიციენტები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, საქართველოში გამოიყენება კოეფიციენტების ევროპული მეთოდი  და კოეფიციენტები ათწილადის სახით გამოიხატება. იმისათვის რომ გავიგოთ რამდენია ამ მოვლენის მოხდენის ალბათობა პროცენტულად, საჭიროა 100 გავყოთ მოცემულ კოეფიციენტზე.

როდესაც ფსონს დებ ისეთ შედეგზე, რომელსაც აქვს დაბალი კოეფიციენტი, ანუ მოხდენის მაღალი ალბათობა, რა თქმა უნდა, მოგების მოცულობა იქნება ბევრად ნაკლები ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ფსონს დებ რისკიან შედეგზე, ანუ რომელსაც აქვს მაღალი კოეფიციენტი და მოგების დაბალი ალბათობა.

მაგალითად ავიღოთ ფეხბურთის მატჩი ლოკომოტივი დილიჯანი, კოეფიციენტებით 1.3 (76%), 5,25 (19%), 6.5 (15%). ადვილი მისახვედრია, რომ მოგება ყველაზე მაღალი იქნება იმ შემთხვევაში, როცა კოეფიციენტი ყველაზე მაღალია. ამ შემთხვევაში მაქსიმალური მოგება იქნება : 6.5 * 100 = 6500, ხოლო ყველაზე მცირე მოგება 1.3 * 100 = 1300.

კორელაცია ბუქმეიქერების მარჟასა და მოგებას შორის

მოგებული თანხის რაოდენობა ,ასევე, დამოკიდებულია ბუქმეიქერების მარჟაზე. ყველა ტოტალიზატორს აქვს გარკვეული მარჟა იმისათვის რომ ჰქონდეს გარანტირებული მოგება. 5-6% იანი მარჟა მიჩნეულია ძალიან კარგად, რადგან მოთამაშეს სთავაზობს უკეთეს კოეფიციენტებს. მოგების მარჟა განსხვავებულია ტოტალიზატორის, ღონისძიებებისა თუ ტურნირების დროს. რაც უფრო დაბალია მოგების მარჟა, კოეფიციენტები უკეთესია. მოგების მარჟა შედარებით დაბალია დიდი და პოპულარული ტურნირების დროს. ამიტომ ბევრი მოთამაშე სწორედ ამ დროს თამაშობს უფრო აქტიურად.

ესეიგი, უკეთესია ვეძებოთ მოგების ნაკლები მარჟა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ისიც ვიცოდეთ, როგორ გამოვთვალოთ მოგების მარჟა.

  • პირველი ნაბიჯი- გარდავქმნათ კოეფიციენტები შედეგის დადგომის ალბათობად
  • მეორე ნაბიჯი- დავაჯამოთ ეს ალბათობები
  • მესამე ნაბიჯი- გამოვაკლოთ 100% და რაც დარჩება არის მოგების მარჟა

მაგალითად, მოცემულია კოეფიციენტები

  • მაიამი დოლფინსი- 2.4
  • ინგლისის პატრიოტები- 1.6
  • 1 / 2.4= 0.417
  • 1/ 1.6= 0.625
  • ჯამი = 104.2%

გამოდის რომ მოგების მარჟაა 4%. ანუ ყოველ 100 ლარის ფსონზე, ბუქმეიქერს უტოვებთ 4 ლარს. ამ საკომისიოს მხოლოდ წაგების შემთხვევაში იხდი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, რამდენს უტოვებ ტოტალიზატორს წაგების შემთხვევაში. 

ტოტალიზატორების მიერ დაწესებული ლიმიტები ფსონებზე

მოგების მოცულობა დამოკიდებულია ფსონების იმ ლიმიტებზე, რომლებიც ტოტალიზატორებს დაწესებული აქვთ სხვადასხვა თამაშსა თუ სპორტზე. ბუქმეიქერები იყენებენ ლიმიტებს იმისთვის რომ თავიდან აიცილონ დაბეთვასთან დაკავშირებული თაღლითობები.

ფსონების ლიმიტები დამოკიდებულია ტურნირის პოპულარობასა და მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სხვადასხვა ტოტალიზატორზე. რაც უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანია ღონისძიება, ლიმიტებიც უფრო მაღალია. ზოგჯერ შეზღუდვები არსებობს მოგებული თანხის რაოდენობაზეც. ეს ლიმიტებიც უფრო მაღალია რაიმე განსაკუთრებული ღონისძიების დროს.

როგორც უკვე ვახსენეთ, სხვადასხვა ტოტალიზატორს სხვადასხვა ლიმიტი აქვს. მაგალითად, ლიდერ-ბეთის შეზღუდვა 10 000 ლარია. თუ ფსონს დებ ბილეთზე, რომელზეც მოსალოდნელი მოგება შესაძლოა იყოს 10 000ლარზე მეტი, ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა შეათანხმოთ ორგანიზაციის დირექციასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში აიღებთ მხოლოდ 10 000 ლარს თუ თქვენი პროგნოზი გამართლდება. რაც შეეხება  მინიმალური ფსონს, ის წარმოადგენს 0.25 ლარს (ოცდახუთი თეთრი). დარბაზის ლაივის თამაშისას, მინიმალური ფსონია ერთ ვარიანტზე 1 ლარი.

ევროპაბეთზე თამაშისას მინიმალური ფსონი წარმოადგენს 0.1 ლარის. დადებული ფსონის სავარაუდო მოგება ერთ ბილეთზე არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თუ აღემატება, მაინც ჩაითვლება 100 000 ლარად.

კრისტალბეთის შემთხვევაში ფსონები იდება ეროვნულ ვალუტაში და მინიმალური რაოდენობა შეადგენს 0.10 ლ-ს.

როგორ გამოვითვალოთ მოსალოდნელი მოგება?

იმ შემთხვევაში თუ მოთამაშემ გამოიცნო თამაშის შედეგი, მას ეკუთვნის თანხა, რომელიც ტოლი იქნება გამოცნობილი ვარიანტის კოეფიციენტისა და დადებული ფსონის ნამრავლის.

რაც შეეხება წმინდა მოგებას ის უტოლდება მთლიანი თანხისა და ფსონის სხვაობას.

 

ფსონი

კოეფიციენტი

მთლიანი თანხა

წმინდა მოგება

1

100            

13

1300

1200

X

100

5

500

400

2

100

1,25

125

25

1

200

13

2600

2400

X

200

5

1000

800

2

200

1,25

250

50

1

100

2,85

285

185

x

100

3,05

305

205

2

100

2,5

250

150

უკეთ გასაანალიზებლად განვიხილოთ მაგალითი.

ა) 100 ლარი ფსონის დადება განხილულია თამაშის სხვადასხვა შედეგზე: პირველის გამარჯვებაზე, კოეფიციენტით- 13, ფრეზე, კოეფიციენტით 5 და მეორეს მოგებაზე კოეფიციენტით 1.25. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდია მოგება მიიღება ყველაზე მაღალკოეფიციენტიან შედეგზე, ანუ 1-ლი გუნდის მოგებაზე. მთლიანი თანხა ტოლი იქნება 13*100= 1300 ლარი. წმინდა მოგება= 1300-100=1200 ლარი.

ბ) იმავე კოეფიციენტების შესაბამის შედეგებზე ახლა უკვე დადებულია მეტი ფსონი, 200 ლარი. ამან გაზარდა მთლიანი თანხა და შესაბამისად, წმინდა მოგებაც. ყველაზე დიდი თანხა ამ შემთხვევაშიც მიიღება ყველაზე მაღალ კოეფიციენტიანი შედეგის დადგომისას.

გ) ახლა უკვე ფსონს ვდებთ ნაკლებად სარისკო შემთხვევაზე, რაზეც მიუთითებს ერთმანეთისგან მცირედით განსხვავებული კოეფიციენტები. რა თქმა უნდა, ნაკლებად სარისკო შემთხვევაზე მოგებაც საგრძნობლად ნაკლები გამოდის. თუმცა ყველაზე მეტი მოგება აქაც მეტი კოეფიციენტის, 3.05-ის შემთხვევაში მიიღება.

შედეგად მივიღეთ, რომ რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, ანუ მცირეა შედეგის დადგომის ალბათობა, უფრო მეტია მოგების მიღების შანსი. ამასთანავე, რაც მეტ თანხას ვდებთ, მოგებული თანხის მოცულობაც იზრდება.

"როგორ მოვიგოთ დიდი ფული"

იმისათვის რომ მოიგო დიდი ფული, დიდი ფსონი უნდა დადო იმ თამაშის პროგნოზზე, რომელსაც აქვს დიდი კოეფიციენტი. ძირითადად ბუქმეიქერები კარგ კოეფიციენტებს თავაზობენ მოთამაშეებს პოპულარულ ტურნირებსა და ღონისძიებებზე. ამ დროს უფრო ადვილია მოთამაშისთვის ხელსაყრელი ბილეთის დადების შანსი. რა თქმა უნდა, დიდი თანხის დადება ნაკლებ მოსალოდნელ შედეგზე საკმაოდ სარისკოა.

მოთამაშემ არ უნდა გარისკოს დიდი თანხა, რადგან ‘’გამდიდრების’’ შანსი მსგავსი გზით არც თუ ისე დიდია. უნდა გახსოვდეთ, რომ სპორტსბეთინგის მთავარი დანიშნულებაა არა გამდიდრება, არამედ სპორტის ყურების გადაქცევაა უფრო აზარტულ და საინტერესო საქმიანობად.

რას შეიძლება დავარქვათ ‘’კარგი’’ შედეგი მოთამაშისთვის? კარგ შედეგად მიიჩნევა შედეგი, როცა დადებული ფსონების 52.4%-ზე მეტს იგებ. ეს იმას ნიშნავს, მოთამაშემ  52.4%-ზე მეტი შემთხვევებისა უნდა მოიგოს, რომ მოგება რეალურად 0-ზე მეტი იყოს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს მაჩვენებელი აღემატება 50%-ს და მის უკან მთელი რიგი მათემატიკური გამოთვლები იმალება.

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

რას წარმოადგენს ლოიალურობის ბონუსები და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ქეშაუთის შესახებ