ფსონები რაგბში: გაერთეთ და მოიგეთ თქვენს საყვარელ სპორტში

რაგბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია არა მხოლოდ სპორტულ სამყაროში, არამედ მასზე ხშირად აკეთებენ არჩევანს აზარტულ თამაშებში ფსონის გაკეთებისას როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოთამაშეები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. რაგბში ფსონის დადებას თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, რომლის დეტალებზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ. 

ფსონების სახეობები რაგბში 

ფსონის დადება მატჩის შედეგზე

ფსონები რაგბში ორ კატეგორიად იყოფება: ფსონები მატჩის შედეგებზე და ფსონები ჩემპიონატების შედეგებზე. როგორც სპორტული თამაშების აბსოლუტურ უმრავლესობაში, რაგბშიც კონკრეტული შეხვედრის შედეგებზე ფსონის დადება ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ასეთ დროს მოთამაშე ფსონს დებს მატჩში დაპირისპირებული გუნდებიდან ერთ-ერთის მოგებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ რაგბის მატჩის ანგარიში როგორც წესი მაღალ რიცხვებში გამოისახება, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა შეხვედრა ფრედ სრულდება. ამიტომ თითქმის შეუძლებელია ფსონის დადება თამაშის ფრედ დასრულებაზე ან მხოლოდ ზოგიერთი ბუკმეიქერი გვთავაზობს ამის შესაძლებლობას. 

რაგბში ქულების დაგროვება ხდება ლელოს გატანით, როდესაც მოთამაშე შედის მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ამიწებს ბურთს, რომელსაც მისი გუნდისთვის მოაქვს 5 ქულა; არეკნით - თამაშის დროს ბურთის დარტყმა, რომელიც ფასდება სამი ქულით; ჯარიმით - რომელიც ინიშნება მაშინ, როცა გუნდი დაარღვევს თამაშის წესებს და ასევე ფასდება სამი ქულით და გარდასახვით, რომელიც ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ ნებისმიერი მანძილიდან. ბოლო ფასდება სამი ქულით. 

თუმცა ერთ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ფსონი დავდოთ რამდენიმე კატეგორიაში: 

  1. ფსონი მატჩის საბოლოო შედეგზე - საკმაოდ პირდაპირი და მარტივი ფსონია: თანხას ჩამოდიხართ რომელიმე გუნდის მოგებაზე, წაგებასა ან თამაშის ფრედ დასრულებაზე. როგორც წესი, საერთაშორისო დონეზე მატჩის შედეგებზე შემოთავაზებული კოეფიციენტების მნიშვნელობა საკმაოდ დაბალია, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო შეხვედრებში ძირეული გარდატეხები იშვიათად ხდება და თამაშის ფავორიტები, როგორც წესი, მოგებით ასრულებენ შეხვედრას. 
  2. ჰანდიკაპ ფსონი - ფსონის დადება ჰანდიკაპით რაგბში საკმაოდ პოპულარული მეთოდია. ჰანდიკაპი ეწოდება მონაწილის ან გუნდის უპირატესობის არსებობას ან არარსებობას, რომელიც ასახულია გოლებში/ქულებში/კოეფიციენტებში და ა.შ. მაშინ როცა მატჩის საბოლოო შედეგზე დადებულ ფსონში, თქვენ წინასწარმეტყველებთ გუნდის მოგებას, წაგებას ან თამაშის ფრედ დასრულებას, ჰანდიკაპ ფსონის დადების შემთხვევაში თქვენ შემოგაქვთ ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც უნდა გადალახოს იმ გუნდმა, რომელზეც ფსონს ჩამოდიხართ. მაგ. თუ დებთ ფსონს ინგლისზე, რომ მოუგებს ახალი ზელანდიის ნაკრებს, ხოლო ჰანდიკაპის მნიშვნელობა ინგლისისთვის არის -10, მაშინ გამოდის, რომ თქვენ ჩამოდიხართ ფსონს ინგლისის მიერ შეხვედრის 11 ან მეტი ქულით მოგებაზე. 
  3. ფსონი სხვაობით მოგებაზე - რეალურად თქვენს ფსონს ჩამოდიხართ რომელიმე გუნდის მიერ შეხვედრის კონკრეტული სხვაობით მოგებაზე. ჰანდიკაპისგან განსხვავებით ტოტალი უფრო სარისკოა, მაგრამ ბევრად დიდი მოგების შანსი გაქვთ. 
  4. ფსონი პირველ მოპოვებულ ქულაზე - ზემოთ აღვწერეთ ის გზები, რითაც მოთამაშემ ან გუნდმა შეიძლება რაგბში ქულები დააგროვოს. ამ შემთხვევაში ფსონს ჩამოდიხართ იმაზე, თუ პირველი მოპოვებული ქულა გუნდის მიერ იქნება ლელოს გატანით, ჯარიმით, გარდასახვით თუ არეკნით. როგორც წესი, ჯარიმას ყველაზე ნაკლები კოეფიციენტი აქვს. გააჩნია გუნდების თამაშის სტილს, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ამ დროს ლელოზე ფსონის გაკეთებაა. მნიშვნელოვანია ასევე დინამიკაში დავაკვირდეთ თამაშს და ისე გავაკეთოთ არჩევანი. 
  5. ფსონი პირველ ლელოზე - ამ დროს ფსონს დებენ უშუალოდ მოთამაშაზე, რომელიც თამაშის დროის მიუხედავად, გაიტანს შეხვედრის პირველ ლელოს. შეგიძლიათ ფსონი დადოთ მხოლოდ ერთ გუნდზე, ან ლელოს პირველ დამდებზე ორივე გუნდიდან ან ლელოს დადებაზე პირველ ტაიმში და ა.შ. 

    თუმცა რაგბში ფსონის დადება ასევე შესაძლებელია ჩემპიონატის ან სერიის მიმდინარეობაზე, თუ არ გყავთ თქვენი ფავორიტი გუნდი. 

    ჩემპიონატებში ვგულისხმობთ ისეთ შეჯიბრებებს, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი ან ექვსი ერის ჩემპიონატი, ხოლო სერიაში იგულისხმება ორ ერთსა და იმავე გუნდს შორის გამართული რამდენიმე შეხვედრა. 

    ასეთი ფსონების მაგალითებია: 

    1. ფსონი ჩემპიონატის ან სერიის გამარჯვებულზე - ფსონს ჩამოდიხართ გუნდზე, რომელიც თქვენი ვარაუდით მოიგებს ჩემპიონატს ან სერიას. 
    2. ფსონი სერიაში მოგებული მატჩების სხვაობაზე - თუ გვაქვს, მაგალითად, სამ მატჩიანი სატესტო სერია, თქვენ ფსონს ჩამოდიხართ ერთი გუნდის მიერ კონკრეტული რაოდენობის შეხვედრების მოგებაზე. მაგალითად, სამხრეთ აფრიკა დაამარცხებს ინგლისს შედეგით 2:1 სამ მატჩიან სერიაში. 
    3. ფსონი ჩემპიონატში ან სერიაში ყველაზე მეტი ქულების მომპოვებელზე - ფსონს ჩამოდიხართ ერთ კონკრეტულ მოთამაშაზე, რომელიც თქვენი ვარაუდით მოუპოვებს თავის გუნდს ყველაზე მეტ ქულას, მიუხედავად, მოპოვების გზისა, კონკრეტული სერიის ან ჩემპიონატის მიმდინარეობის განმავლობაში. 
    4. ფსონი ყველაზე მეტი ლელოს გატანაზე ჩემპიონატში ან სერიაში - განსხვავებით ზემოთ აღნიშნული ფსონის, აქ მხოლოდ ლელოს დადება ჯამდება მოთამაშაზე ფსონის დადებისას. 

    ცნობილი ჩემპიონატები რაგბში

    გარდა ინდივიდუალური მატჩებისა და შეხვედრებისა, რაგბში შესაძლებლობა გეძლევათ ფსონი დადოთ კონკრეტული ლიგისა თუ ტურნეების სავარაუდო შედეგებზე. რაგბში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატების სია ასე გამოიყურება: 

    რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი - მსოფლიოს მთავარი სარაგბო შეჯიბრია ქვეყნების ნაკრებებს შორის, რომელსაც ორგანიზატორობას უწევს მსოფლიო რაგბის კავშირი. პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1987 წელს, რომლის გამარჯვებულიც გახდა ახალი ზელანდია და მას შემდეგ ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. ჩემპიონატის თასს „უილიამ უებ ელისის თასი“ ეწოდება იმ ადამიანის საპატივსაცემლოდ, რომლემაც, ლეგენდის თანახმად, რაგბის თამაში გამოიგონა. ბოლო ჩემპიონატი ჩატარდა 2019 წელს იაპონიაში, სადაც გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გახდა. 

    ექვსი ერის ჩემპიონატი - 2000 წლამდე მას ერქვა „ხუთი ერის ჩემპიონატი“ - წარმოადგენს ყოველწლიურ საერთაშორისო შეჯიბრებას რაგბში, რომელშიც მონაწილეობს ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი. ჩემპიონატს ორგანიზებას უწევს ასევე საერთაშორისო რაგბის კავშირი. ბოლო თასის მფლობელი გახდა უელსი, რომელმაც ჩემპიონატი მოიგო 2019 წელს.

    რაგბი ევროპის ჩემპიონატი - ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო შეჯიბრებაა რაგბის სამყაროში, რომელიც იმართება ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ასევე მოიხსენიებენ როგორც ევროპის ერთა თასს. შეჯიბრება იმართება ყოველწლიურად და მასზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრები. 

    მსოფლიო ჩემპიონატები რაგბში ტარდება ასევე 20 წლამე ასაკის მოთამაშეთა და ქალების კატეგორიაშიც. განსხვავებულია მათი ჩატარების დროები და სეზონები. მნიშვნელოვანია ის, რომ დაინტერესებულ ადამიანებს და რაგბის მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მათთვის ხელსაყრელი დრო ან ჩემპიონატი და ფსონის გაკეთების პროცესში უგულშემატკივრონ თავიანთ გუნდებს. 

    არ არსებობს ზოგადი სტრატეგია, რომელიც ყველა ვარიანტში გაამართლებს. 

    მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ თქვენი გუნდი და მისი საუკეთესო მოთამაშეები კარგად; დიდი ყურადღება მიაქციეთ ასევე ამინდს, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია თამაშის შედეგების შეცვლა; იცოდეთ ბაზარი, რომელშიც ოპერირებთ და იყავით მზად გასართობად. 

    რომ შევაჯამოთ: 

    • რაგბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული თამაშია ფსონის დადების მოყვარულთათვის იმ მრავალფეროვანი არჩევანის გამო, რომელსაც თამაში მისი უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე გვთავაზობს. 
    • რაგბში შესაძლებელია ფსონების დადება კონკრეტული შეხვედრის შედეგებზე, ჩემპიონატებისა ან სერიის შედეგებსა და თამაშის დინამიკაზე, ასევე კონკრეტულ მოთამაშეებზე და მათ პერსონალურ მიღწევებზე. 
    • რაგბი თავისი რამდენიმე საერთაშორისო ჩემპიონატით და ასაკობრივი კატეგორიების არსებობით კიდევ უფრო მიმზიდველია დამწყები მოთამაშეებისათვის, რომელთაც საკმარისი გამოცდილება ჯერ კიდევ არ აქვთ დაგროვებული ფსონების სამყაროში. 
    • არ არსებობს უნივერსალური სტრატეგია, არსებობს პრიორიტეტები და თქვენი პერსონალური შეხედულებები. 

    დაამატე კომენტარი

    კომენტარები (0)

    ფსონები ჩოგბურთში: მოკლე სახელმძღვანელო დამწყებთათვის

    რას წარმოადგენს ლოიალურობის ბონუსები და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება