აჭარაბეთის მიმოხილვა: ფსონები, თამაშები, ბონუსები და გადახდის მეთოდები

adjarabet.com

სამი მიზეზი რომ ითამაშო აჭარაბეთზე

  • ყველაზე მაღალი ლაივ ფსონების კოეფიციენტები ქართულ ბაზარზე.
  • თამაშის დაზღვევა ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში
  • ლიდერი კომპანია გაცემული მოგებებისა და ჯეკპოტის რაოდენობის მიხედვით.

ზოგადი ინფორმაცია, ისტორია და საქმიანობა

აჭარაბეთი საქართველოს აზარტული თამაშების ბაზარზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც ქვეყანაში 1998 წლიდან ოპერირებს. ბევრი სტანდარტი, რაც დღეს ქართულ ონლაინ სივრცეში თამაშისას მოქმედებს, სწორედ აჭარაბეთის მიერ არის შემოტანილი. იგი ასევე ერთადერთი ქართული კომპანიაა ამ სივრცეში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და თავისი ფილიალი გახსნა სომხეთში ამავე სახელწოდებით. 

2019 წელს კომპანია შეიძინა აზარტული თამაშების ბაზარზე მოქმედმა ირლანდიურმა გიგანტმა Paddy Power Betfair-მა, რომელმაც აჭარაბეთის ქართული და სომხური წარმომადგენლობის 51%-იანი საკონტროლო პაკეტი შეისყიდა. ქართული აზარტული თამაშების ისტორიაში ეს იყო ყველაზე დიდი ტრანზაქცია 115 მილიონი ევროს ოდენობით. გარიგების შედეგად აჭარაბეთი ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხვდება, რაც ასევე ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა ამ ბაზარზე მოქმედი ქართული კომპანიების ისტორიაში. 

აჭარაბეთს ქართული აზარტული თამაშების ბაზრის 40%-იანი (ყველაზე დიდი) წილი უკავია. კომპანია საზოგადოებაში ყველაზე დიდი ცნობადობით სარგებლობს. დღეს მას რამდენიმე სახმელეთო კაზინო და თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ სივრცე გააჩნია. აქ ქართულ ბაზარზე არსებული თამაშების ყველა სახეობას შეხვდებით, სპორტის კლასიკური თამაშებით დაწყებული და სლოტებისა თუ მაგიდის თამაშებით დამთავრებული. 

კომპანია ოპერირებს ქართული კანონმდებლობის მოთხოვნის სრული დაცვით და მოპოვებული აქვს ლიცენზია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისაგან. ნებართვის ნომერია #19-06/125. ლიცენზია ოფიციალურად გაცემულია შპს „ავიატორზე“.

კომპანიას გააჩნია სერვის ცენტრები დედაქალაქებსა და რეგიონებში, სადაც პროფესიონალები მოგემსახურებიან ყველანაირი შეკითხვის ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში. აქტიურია ასევე კომპანიის ცხელი ხაზი ან ლაივ ჩათით მომსახურება. 

აჭარაბეთი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორია საქართველოში და ბარსელონას შიდა მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სწორედ კომპანიის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. 

ვებგვერდზე მუდმივად აქტიურია სხვადასხვა აქცია, რომელსაც კომპანია დამწყებ თუ გამოცდილ მოთამაშეებს სთავაზობს. ასეთი სიახლეებისთვის ცალკე სექციაა გამოყოფილი. 

რეგისტრაცია, ფსონები და ბონუსები

ვებგვერდზე რეგისტრაცია ხდება მომხმარებლის პირადი მონაცემების შეყვანით, რომლის შემდეგაც ხდება ამ მომხმარებლის ვერიფიკაცია. ვერიფიკაციისთვის აუცილებელია ატვირთოთ თქვენი პირადობა ან პასპორტი. ეს პროცესი აუცილებელია ფსონების დასადებად და მოგებული თანხის გასანაღდებლად. 

გარდა სპორტის ტრადიციული სახეობებისა, განსაკუთრებით ბოლო წლებში აჭარაბეთის საფირმო თამაში პოკერი გახდა. კომპანია WSOP-ის ოფიციალური პარტნიორიცაა და მის ვებგვერდზე ყოველდღიურად პოკერის 150000-მდე ხელი თამაშდება. 

აჭარაბეთი ლიდერია ასევე გაცემული მოგებებისა და ჯეკპოტის რაოდენობის მიხედვით. 

დიდი პოპულარულობით სარგებლობს სამაგიდო თამაშებიც, განსაკუთრებით ნარდი, დომინო, სეკა, ბურა და ა.შ. კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო პროვაიდერ ევოლუშენ გეიმინგთან, რისი წყალობითაც იგი მომხმარებლებს რულეტისა და ბლექჯეკის თამაშებს სთავაზობს 24 საათის განმავლობაში და, რაც მთავარია, ქართულ ენაზე. 

ბონუსები იცვლება სეზონისა და მოთამაშის გამოცდილების მიხედვით. როგორც წესი, ბონუსები ახლად დარეგისტრირებული მოთამაშეებისათვის ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი, თუმცა არის სხვა უნიკალური ბონუსები, რომელსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს კონკურენტებისგან განსხვავებით, როგორიცაა, თამაშის დაზღვევა ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, როდესაც მომხმარებლის ბილეთი მოგებულად ჩაითვლება მაშინაც კი, როცა თამაშის ბოლო წუთები არსებულ მდგომარეობას საპირისპიროდ შეცვლის, ექსპრეს დაზღვევა და სხვ. როგორც წესი, ხშირად აქციები დღესასწაულებს ან განსაკუთრებულ სეზონს შეეხება, ამისთვის დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, მოიძიოთ აქციების გვერდზე. 

აჭარაბეთის ოფიციალური ვებგვერდი www.adjarabet.com მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პლატფორმაა, რომელსაც თავისი უნიკალური საძიებო სისტემა გააჩნია. საძიებო სისტემის დახმარებით მხოლოდ სასურველი სიტყვით ძიების შემთხვევაში შეგიძლიათ, სწრაფად გადახვიდეთ და მოიპოვოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მიმდინარე შეხვედრის, ფსონის თუ ბილეთის ისტორიის შესახებ. ცალკე შეგიძლიათ ასევე გამოიტანოთ ფავორიტი ლიგებისა თუ შეხვედრების ფანჯარა, რაც თამაშის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. 

აჭარაბეთმა 2018 წელს მომხარებელს ასევე პირველად შესთავაზა მსოფლიოში ცნობილი და უნიკალური fast bet-ის ფუნქცია, რაც საშუალებას გაძლევთ, განათავსოთ ფსონი მიმდინარე მატჩის პოზიციებზე მომდევნო ერთი წუთის განმავლობაში. ასევე პირველმა შემოიტანა Pulse Bet - პულს ბეთი, მობილური ვერსიის ფუნქცია, სადაც ფსონის დადება მატჩის პოზიციებზე მომდევნო 30 წამის განმავლობაში ხდება, რაც თამაშის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და აზარტულს ხდის. 

კომპანიას გააჩნია ოფიციალური adjarasport.com, რომელიც სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობების ჩემპიონატებისა და მატჩების ოფიციალურ ტრანსლირებას ახდენს რეალურ დროში და ხელმისაწვდომია ყველა რეგისტრირებული მომხმარებლისათვის, რომელსაც ლაივ ფსონების დადება აინტერესებს. ლაივ ფსონების კოეფიციენტები ყველაზე მაღალია ქართულ ბაზარზე. 

კომპანიას არ აქვს მობილური აპლიკაცია, თუმცა ვებგვერდის მობილური ვერსია აბსოლუტურად ყველა ფუნქციას ითავსებს, რაც სრულ ვერსიას გააჩნია. 

გადახდის ფორმები და განაღდების საშუალებები

კომპანიას ბაზარზე არსებული გადახდისა და განაღდების თითქმის ყველა საშუალება აქვს ათვისებული. შეგიძლიათ, მარტივად ისარგებლოთ თქვენი საბანკო ბარათებით, ან ინტერნეტ და მობილური ბანკის მომსახურებით, ან შეიტანოთ ანგარიშზე თანხა ქართული და უცხოური ელექტრონული საფულის მეშვეობით. 

თანხის განაღდება შესაძლებელია კომპანიის სერვისცენტრებში, საბანკო ბარათების საშუალებით ან კომპანიის კუთვნილი ინკოგნიტო ბარათებით, რომელიც ყველაზე მარტივი საშუალებაა მათთვის, ვისთვისაც სისწრაფე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია. ბარათის მიღება სერვის ცენტრებში უფასოა, არ აქვს მომსახურების საკომისიო და განაღდება მომენტალურად არის შესაძლებელი ქართული ბანკომატებით უფასოდ და მარტივად. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ასევე კომპანიის ვებგვერდზე, 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (1)

7055616
7055616

k