ევროპაბეთის მიმოხილვა: ფსონები, თამაშები, ბონუსები და გადახდის მეთოდები

europebet.com

100 ლარამდე ბონუსი პირველი ანაბრისთვის

განათავსე პირველი დეპოზიტი 10, 20, 30, 50 ან 100 ლარის ოდენობით და მიიღე იმდენივე თანხა საჩუქრად, ექაუნთის ვარიფიკაციისთანავე.

გაითვალისწინე, რომ არსებობს რამოდენიმე შეზღუდვა: ბონუსი არ გაიცემა ზემოთ ჩამოთვლილისგან განსხვავებული თანხის დეპოზიტებზე(მაგ.15 ლარზე). აუცილებელია დეპოზიტის განთავსება და შემდეგ ექაუნთის ვარიფიკაცია. მოთამაშეს შეუძლია უარი თქვას ბონუსზე და გამოიტანოს დეპოზიტის თანხა, აქციის პირობების შესრულების გარეშე. ბონუსის მისაღებად მოთამაშემ უნდა გაითამაშოს დეპოზიტის 100%. მოთამაშე ვერ მიიღებს და უკვე გადარიცხული ბონუსი ანულირდება თუ განათავსებს ფსონს სპორტზე კოეფიციენტით , რომელიც ნაკლებია 1.2-ზე . ბილეთში შემევალი ყველა პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ მოთხოვნას. მოთამაშე ვერ მიიღებს თანხას თუ სპეციალურად წააგებს სხვა მოთამაშესთან სამაგიდო თამაშებში ან სამაგიდო პოკერში. რულეტკის და ლაივ კაზინოს თამაშისას, მოთამაშის ფსონებმა არ უნდა დაფაროს 70% -ზე მეტი რიცხვებისა. ბონუსი დაერიცხებათ მხოლოდ საქართველოში მყოფ მოთამაშეებს. ნებისმიერი არასამართლიანი თამაში ან თაღლითობა დაისჯება ევროპაბეთის წესების მიხედვით და ასეთ ქმედებაში შემჩნეული მოთამაშე ვერ მიიღებს მოგებულ თანხას, რომელიც არასამართლიანი გზით გამოიმუშავა.


სამი მიზეზი რომ ითამაშო ევროპაბეთზე

  • World Poker Tour -ის ოფიციალური პარტნიორი ქართულ ბაზარზე.
  • 100% იანი ბონუსი პირველ დეპოზიტზე.
  • ფსონების დადება შესაძლებელია სპორტის თითქმის ყველა კლასიკურ სახეობაზე

ზოგადი ინფორმაცია, ფუნქციონირება და სტრატეგია

ევროპაბეთი საქართველოს ონლაინ თამაშებისა და ბუკმეიქინგის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს და მისი პოპულარულობა და მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ონლაინ თამაშების ერთ-ერთ უმსხვილეს ოპერატორს ბაზრის 30%-იანი წილი უკავია. კომპანია ლიცენზირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით და იმართება შპს „ჩემპიონები111-ის“ მიერ. კომპანია ფუნქციონირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე და ფლობს ვებგვერდს www.europebet.com. კომპანია ფლობს ტოტალიზატორის მოწყობისა და სათამაშო აპარატების სალონების ოპერირების შესახებ ნებართვებს. 

2015 წლის ივნისში ევროპაბეთი გახდა მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი „ბეთსონ ჯგუფის“ წევრი, სადაც აღნიშნავენ, რომ არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს სტაბილური საკანონმდებლო გარემოსა და ბიზნესის განვითარების ფართო შესაძლებლობების გამო. „ბეთსონ ჯგუფის“ სრული ინვესტიცია შენაძენში დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 

ევროპაბეთი ზედმიწევნით ავითარებს ბეთსონის სტრატეგიას, რომელიც მომხმარებელთა გამოცდილების გამარტივებაზე, სერვისის გაუმჯობესებასა და მობილური გადაწყვეტილებების მიღებაზეა ორიენტირებული. ამასთან კომპანიის მთავარ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ღირსება, პატიოსნება და ინოვაციურობა კომპანიის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია. 

ევროპაბეთი მომხმარებელს ონლაინ თამაშების ფართო არჩევანს სთავაზობს. აქ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ითამაშონ და გაერთონ, ფსონი დადონ სპორტის თითქმის ყველა კლასიკურ სახეობაზე, ასევე გამოსცადონ ბედი პოკერში, რულეტში, ბლექჯეკში, Live კაზინოში, მობილურ თამაშებსა და აზარტული თამაშების სხვა ცნობილ სახეობებში. 

2011 წლის იანვრიდან ევროპაბეთი მომხმარებლებს სთავაზობს დამოუკიდებელ ონლაინ პოკერ რუმსა და ორგანიზებას უწევს ტურნირების სერიებს. 2015 წლიდან კომპანია ოფიციალურად გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი ქართულ ბაზარზე. კომპანია ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის - ნარდის - ონლაინ ვერსიას. 

ევროპაბეთი ასევე პირველი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პასუხისმგებლიანი თამაშის სოციალური კამპანია დაიწყო, რომელსაც საზოგადოების ყველა მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის განვითარების ფარგლებში ევროპაბეთმა არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით რეკლამირების შეზღუდვა და საათობრივი კონტროლიც დაიწყო, რამაც კომპანიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. 

რეგისტრაცია, ფსონები და ბონუსები

რეგისტრაციის გავლის პროცესი საკმაოდ მარტივია ევროპაბეთზე. ამისთვის ვებგვერდის შესაბამის ზოლში შეგყავთ თქვენი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, ასაკი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და ა.შ. რეგისტრაციის შემდგომი აუცილებელია ეტაპია ვერიფიკაციის გავლა, რომლის გარეშეც ვერ შეძლებთ თამაშის დაწყებას და ვერც მოგებული თანხის მიღებას. ვერიფიკაციის გავლა შესაძლებელია პირადობის მოწმობით ან პასპორტით. ამისათვის საჭიროა მონაცემების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში ან დოკუმენტის წარმოდგენა ევროპაბეთის ან პარტნიორი კომპანიების სერვის ცენტრებში, სადაც ოპერატორი მოგემსახურებათ. 

რაც შეეხება ფსონებს, მიიღება კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე ეროვნულ ვალუტაში და მისი მინიმალური რაოდენობა შეადგენს 0.10₾-ს. 

ევროპაბეთი ფსონის დადებას გთავაზობთ სპორტის თითქმის ყველა პოპულარულ სახეობაში, როგორიცაა, ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, რაგბი და ა.შ. ასევე ფსონების სხვადასხვა კატეგორიებს: შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ორმაგ შედეგზე, ტოტალზე, დადოთ ფსონი ჰანდიკაპით; შეგიძლიათ დადოთ ფსონი ცალკეული მოთამაშეების შედეგებზე, პირველ გატანილ გოლსა თუ მოპოვებულ ქულაზე, ჯარიმების რაოდენობაზე და ა.შ. ამ მხრივ ნამდვილად გაქვთ მრავალფეროვანი არჩევანი. შესაძლებელია, როგორც ექსპრეს, ისე სისტემური ტიპის ფსონების დადება, რა შემთხვევაშიც წარმატებული მოთამაშისთვის სხვადასხვა თამაშზე ჩამოსული ფსონების კოეფიციენტები მრავლდება. 

პოპულარული თამაშია ასევე პოკერი, რომლის მოყვარულებს კომპანია სთავაზობს ტეხასური ჰოლდემის, 7 Card Stud Hi-Lo-სა და ომაჰას თამაშის შესაძლებლობას. ლაივ სამორინეს მოყვარულებს შეუძლიათ, გაერთონ რულეტით, ლაივ რულეტით, კაზინო ჰოლდემით, ბლექჯეკით და ა.შ. ევროპაბეთი თანამშრომლობს მსოფლიო დონის პროვაიდერ კომპანია „ევოლუშენ გეიმინგთან“, რომელიც ფართო არჩევანს გპირდებათ. 

მრავალფეროვანია ასევე სლოტებისა და მაგიდების თამაშები. განსაკუთრებით პოპულარულია დომინო, ნარდი, ბურა, სეკა და ა.შ. 

რაც შეეხება ბონუსებს, ევროპაბეთი აქაც გთავაზობთ მრავალ სურპრიზს. განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს გაწევრიანების ბონუსები და ბონუსები პირველ დეპოზიტზე, რომელიც, ხშირად, ანგარიშზე შეტანილი თანხის 100%-ს შეადგენს. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია ბონუსის მისაღებად. მაგალითად, პირველი დეპოზიტის ბონუსის მისაღებად ხშირად საჭიროა, ჯერ დეპოზიტის გაკეთება და მხოლოდ ამის შემდგომ ვერიფიკაციის გავლა. ვერიფიკაციის დასრულებისთანავე გერიცხებათ ბონუს თანხა, რომლის მისაღებად საჭიროა დეპოზიტის თანხის 100%-ის გათამაშება. გარდა ამისა, ევროპაბეთი წელიწადის სხვადასხვა დროს გთავაზობთ სხვადასხვა აქციას, რომელიც შეიძლება იყოს უფასო სპინები, საჩუქრები, ქეშქებექები და გრანდიოზული გათამაშებები, სადაც დაგროვილი ქულებით იღებთ ბილეთებს და გაქვთ შანსი, მოიგოთ სხვადასხვა პრიზი. 

ფსონები შესაძლებელია დადოთ თამაშის დაწყებამდე ან ლაივ რეჟიმში, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს და აზარტულს ხდის. ლაივ დროში გათვალისწინებულია თამაშის ძირითადი დრო და თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირებას რამდენიმე წუთი სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში ევროპაბეთი გთავაზობთ Cash out ფუნქციას, რომელიც საშუალებას გააძლევთ, გაანაღდოთ თანხა, სანამ ბილეთის საბოლოო შედეგი დადგება. 

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ვიზა/მასტერქარდით თუ ონლაინ საფულეების საშუალებით, როგორიცაა Emoney. ასევე შეგიძლიათ, მიაკითხოთ, კომპანიის სალაროებსა და სერვის ცენტრებს, რომელთა მისამართების შესახებ ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, ან მიხვიდეთ პარტნიორი კომპანიების, მაგ. Unipay-ის ოფისებში. თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება მომენტალურად. თანხის განაღდება შესაძლებელია ოფისებში ან პარტნიორი ბანკების ბანკომატებიდან რამდენიმე წამში ვერიფიკაციის გავლის შემდეგ. 

ევროპაბეთი მომხმარებლებს სთავაზობს N Card-ს, პლასტიკურ ბარათს, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელება მომენტალურად არის შესაძლებელი. 

ევროპაბეთს არ აქვს თავისი ოფიციალური მობილური აპლიკაცია, მაგრამ არსებობს ვებგვერდის მობილური ვერსია, რომელიც აბსოლუტურად ყველა ფუნქციას ითავსებს, რაც თამაშისა და გართობისთვის, ან ანგარიშის მართვისთვის არის საჭირო. 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (3)

7055616
7055616

uu

7055616
7055616

tt

ilia  javaxishvili
ilia javaxishvili

tqve gvelebo rodis mogxedaven omia sachiro tqvenairi wyeulebis mosaspobad tqveni ojaxebi movtyan kanalizaciidan amosuli gvelebi xart dasawvelebi