თამაშის დაწყებამდე VS თამაშის პროცესში გაკეთებული ფსონები: რას მივაქციოთ ყურადღება და რომელი ავირჩიოთ

სხვა სტატიებიდან ალბათ უკვე იცით, რომ ფსონების ორი ძირითადი სახეობა არსებობს: ე.წ. „პრემატჩის“, ანუ შეხვედრის დაწყებამდე დადებული ფსონები, როდესაც ბუკმეიქერი წარმოადგენს თავის კოეფიციენტებს და მოთამაშეები სურვილისდა მიხედვით დებენ ფსონებს, და ფსონები, რომელსაც მოთამაშეები თამაშის მიმდინარეობის პროცესში („ლაივბეთი“), რეალურ დროში დებენ. არსებობს ბევრი ბუკმეიქერი თუ ტოტალიზატორი, რომელიც ფსონების დადების ან დადებული ფსონების შეცვლის შესაძლებლობას მატჩის დასრულებამდე 5 ან სულაც 3 წუთით ადრეც გვაძლევენ. თითოეულ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და მოთამაშის მოთხოვნებს განსხვავებულად პასუხობენ.

როდესაც სპორტში ფსონის გაკეთების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მოთმინება და დისციპლინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რომელთა გარეშეც წარმატებული ფსონი არ არსებობს. 

ამ სტატიაში სწორედ მათ შორის არსებულ განსხვავებაზე ვისაუბრებთ და გასწავლით, როგორ უნდა აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. 

თამაშის დაწყებამდე გაკეთებული ფსონები

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეპოქაში რეალურ დროში გაკეთებული ფსონების პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ბევრი გამოცდილი და პროფესიონალი მოთამაშე გეტყვით, რომ საუკეთესო გზა ფსონების დასადებად მაინც შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებაა. თითოეულ მოსაზრებას საკუთარი არგუმენტები და თითოეულ გადაწყვეტილებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. არც ერთ მეთოდს არ აქვს ობიექტური უპირატესობა მეორესთან შედარებით. ყველაფერი მოთამაშეზე, მის გამოცდილებასა და სპორტის სახეობაზეა დამოკიდებული. მოდი, დავიწყოთ შეხვედრამდე დადებული ფსონების უპირატესობებით: 

  • არასდროს გაქვთ იმაზე მეტი დრო ფსონის გასაკეთებლად, ვიდრე თამაშის დაწყებამდე. როდესაც წინასწარ იცით იმ შეხვედრის თარიღი, რომელშიც თქვენი ფავორიტის გამარჯვებაზე ფსონის დადებას აპირებთ, გაქვთ ძალიან დიდი დრო, რომ ყველა ის ფაქტორი, რაც გამარჯვებას ან წაგებას განაპირობებს მხედველობაში მიიღოთ, აწონ-დაწონოთ, შეაფასოთ მოთამაშის ან გუნდის მდგომარეობა კრიტიკულად, ცივი გონებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. გაქვთ უფრო მეტი დრო შეისწავლოთ ან შეიმუშავოთ თამაშის სტრატეგია. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ გარდა პროფესიონალებისა, დამწყები მოთამაშეებიც უმეტესად, სწორედ, ამ სახის ფსონებით იწყებენ. მათ სჭირდებათ დრო მოსაფიქრებლად და ბაზრის შესასწავლად. 
  • ფსონის მოცულობა. როგორც წესი, თამაშის დაწყებამდე მოთხოვნილი ფსონის მოცულობა ბევრად ჩამოუვარდება „ლაივბეთის“ რეჟიმში დადებული ფსონების ოდენობას, რაც ამ მეთოდს იდეალურს ხდის იმ ადამიანებისათვის, ვისაც შეზღუდული თავდაპირველი რესურსი აქვთ, ან სურთ გამოცდილების დაგროვება, ან უბრალოდ გართობა, ვიდრე დიდი ფინანსური მოგების ნახვა. 
  • კოეფიციენტების მნიშვნელობა. კოეფიციენტები განსაზღვრავენ მოგებული ან წაგებული თანხის ოდენობას. როგორც წესი, თამაშის დაწყებამდე შეხვედრის ფავორიტებზე შემოთავაზებული კოეფიციენტები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე თამაშის მიმდინარეობის პროცესში. ამიტომ თუ არჩევანს ამ მეთოდზე შეაჩერებთ და თქვენი გუნდი გაიმარჯვებს, წარმატებული ამონაგების მიღების ბევრად დიდი შანსი გაქვთ. არსებობენ ბუკმეიქერები, რომელიც რეალურ დროში თამაშის დაწყებამდე შემოთავაზებულ კოეფიციენტებთან დაახლოებულ რიცხვებს შემოგთავაზებენ, განსაკუთრებით, ხშირია ასეთი შემთხვევები ფეხბურთში, მაგრამ ეს გარემოება გარანტირებული არასდროსაა. 

ახლა შევხედოთ, რა ფაქტორები მოქმედებენ „ლაივბეთის“ პოპულარულობაზე და რატომ ანიჭებს მას უპირატესობას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი. 

  • „ლაივბეთი“ იდეალურია ადამიანებისათვის, რომელთაც სპორტის ამა თუ იმ სახეობაში ექსპერტიზის მაღალი დონე გააჩნიათ და სიტუაციის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი აქვთ. ასევე საუკეთესო ვარიანტია ადრენალინის მოყვარულებისთვის, რომელთაც, ფინანსური სარგებლის გარდა, თამაშის პროცესით სიამოვნება და გართობა აინტერესებთ. 
  • რეალურ დროში ბუკმეიქერების დამარცხება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თამაშის დაწყებამდე გაკეთებული ფსონების შემთხვევაში. მარტივი წარმოსადგენია: თამაშის დაწყებამდე ბუკმეიქერთა აბსოლუტური უმრავლესობა კოეფიციენტის გამოთვლისას დამოუკიდებლად არ მუშაობს. მათ უმრავლეობას ჰყავს ადამიანთა სპეციალური ჯგუფი, ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც სწორედ კოეფიციენტთა მათემატიკური კანონზომიერების წესით გამოთვლაზე მუშაობაზე. ანალიტიკოსები აბსოლუტურად ყველა შესაძლო ფაქტორს იღებენ მხედველობაში, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც უბრალო მოთამაშეებს, შეიძლება, საერთოდ გამორჩეთ. ამ მხრივ უპირატესობა აშკარად ბუკმეიქერების მხარესაა ლოჯისტიკური და ფინანსური თვალსაზრისით. „ლაივბეთის“ დროს კი ეს ფაქტორი შესუსტებულია. მოთამაშის მიერ დადებულ ფსონებსა თუ უკვე დადებული ფსონების ცვლილებაზე მხოლოდ ერთი ადამიანი, ძირითადად, ბუკმეიქერი რეაგირებს, რომელიც ან იღებს, ან არ იღებს ამ ფსონებს, მაგრამ ამ პროცესში მას ბაზრის გამოკვლევისა და ხელშემწყობი თუ ხელისშემშლელი ფაქტორების გაანალიზების დრო არ რჩება. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წამის შუალედში უნდა მიიღოს, რაც ხშირად მოთამაშის სასარგებლოდ სრულდება. 
  • მანევრირების საშუალება. თამაშის პროცესში არა მარტო ბუკმეიქერი, არამედ მოთამაშეც აფასებს სიტუაციურ ცვლილებებს, აკვირდება ისეთ ფაქტორებს, რასაც შეიძლება ვერ ჩაუფიქრდა თამაშის დაწყებამდე, ხდება წარმოდგენებისა და გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ ინფორმაციის გადაფასება და დგება რეალისტური სურათი, რომელსაც მოთამაშე თვალს უსწორებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავის არიდება; უნარი, რომელიც გამოცდილებასთან ერთად იზრდება. 
  • თამაშის დაწყებამდე შესაძლოა კარგად გქონდეთ შესწავლილი თქვენი გუნდის ან ფავორიტი მოთამაშის სტილი, მათი პერსონალური მონაცემები და სპორტული ისტორია, შეიძლება შესწავლილი გაქვთ სტატისტიკა, მაგრამ ყოველივე ეს შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს, თუ შეხება არ გქონიათ გუნდის ახალი მწვრთნელის ტაქტიკასთან, რამაც შეიძლება სრულად საპირისპირო შედეგი დადოს. „ლაივბეთი“ სწორედ ასეთი უსიამოვნო მოულოდნელობებისგან გიცავთ და რისკებისგან თავის დაზღვევის შესაძლებლობას გაძლევთ. 

აზარტული თამაშების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოთამაშეთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს რეალურ დროში გაკეთებულ ფსონებს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურ დროში წაგებული თანხის ჯამური რაოდენობა ბევრად აღემატება თამაშის დაწყებამდე გაკეთებული ფსონებისას წაგებული თანხის ოდენობას. 

არსებობს შუალედური გზაც: ჰიბრიდული ფსონები, როცა თავდაპირველი ფსონი კეთდება თამაშის დაწყებამდე და კოეფიციენტების მნიშვნელობის ოდნავი ცვლილება ხდება რეალურ დროში. ეს მეთოდი ნაკლებ რისკს შეიცავს, ვიდრე „ლაივბეთი“. 

არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც ჩამოდიხართ ფსონს რეალურ დროში, ბუკმეიქერთა უმეტესობასთან, თქვენი ფსონის დადასტურებას 5-10 წამიანი შუალედი სჭირდება, რადგან კოეფიციენტების მნიშვნელობა განუწყვეტლივ იცვლება. თუ კოეფიციენტი შეიცვალა ფსონის დადების მომენტში, როდესაც დადასტურება ჯერ კიდევ არ მომხდარა, შეგიძლიათ, დათანხმდეთ ახალ მოცემულობას, ან დაელოდოთ, სანამ ისევ არ გამოჩნდება თქვენთვის სასურველი რიცხვები. 

რა ფაქტორებს უნდა მიაქციოთ ყურადღება „ლაივბეთის“ დროს? 

მაგალითად, ავიღოთ ფეხბურთის თამაში. როდესაც გადის გოლი, „ლაივბეთის“ რეჟიმი ითიშება, მანამ სანამ კოეფიციენტების მნიშვნელობა არ გადაიხედება ბუქმეიკერის მიერ. გოლის გატანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეგიძლიათ, დააკვირდეთ, როგორი სისწრაფით იცვლება კოეფიციენტები. ეს იმიტომ ხდება, რომ ტრადიციული გამოცდილება აჩვენებს, რომ ერთი გოლის გატანის შემდეგ, მეორე გოლის გატანა იმავე ან მოწინააღმდეგე გუნდის მიერ ბევრად ნაკლებ დროში ან სულ რამდენიმე წუთშია მოსალოდნელი. სტატისტიკურად ასეთი შემთხვევები ხშირია: გუნდი, რომელმაც ახალახან გაიტანა გოლი მოწინააღმდეგის კარში, იღებს დამატებით მოტივაციას, სარგებლობს მოწინააღმდეგის დაბნეულობით და მარცხის განცდით და სწრაფად გააქვს მეორე გოლი, ან მოწინააღმდეგე გუნდი სწრაფად აკეთებს მანევრირებას და ახორციელებს საპასუხო დარტყმას. ამიტომ ბუქკმეიკერები ასეთ დროს სწრაფად ცვლიან კოეფიციენტებს მათ სასარგებლოდ, რომ თავი დაიზღვიონ და ნებისმიერი სიტუაციისთვის მოემზადონ. ხშირია მსგავსი შემთხვევები, როდესაც თამაშის ფავორიტი ან მნიშვნელოვანი მოთამაშე დაზიანებას მიიღებს. ასე რომ გაერთეთ თამაშით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ უყუროთ გულდასმით: უყურეთ არა მხოლოდ თამაშს, არამედ ნებისმიერ ცვლილებას მოედანზე, რომელმაც შეიძლება სულ მცირე გავლენა იქონიოს თქვენს წარმატებაზე. 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

ბონუსების გზამკვლევი: რა უნდა ვიცოდეთ და რას ველოდოთ?

ფსონები ჩოგბურთში: მოკლე სახელმძღვანელო დამწყებთათვის