ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ქეშაუთის შესახებ

ქეშაუთი (Cash Out) იგივეა, რაც თანხის დროზე ადრე განაღდება და წარმოადგენს ტოტალიზატორების მიერ მოცემულ შესაძლებლობას, გაიტანოთ ფსონად დადებული თანხის გარკვეული ნაწილი უშუალოდ მიმდინარე თამაშის დასრულებამდე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქეშაუთის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ თანხა დაიბრუნოთ მანამ, სანამ ცნობილი გახდება თამაშის თუ მატჩის საბოლოო შედეგი, რომელზეც ფსონი გააკეთეთ. ეს შესაძლებლობა მაშინაც კი გაქვთ, როდესაც თქვენ მიერ დადებული ფსონის საწინააღმდეგოდ ვითარდება მოვლენები, თუმცა მხოლოდ თანხის გარკვეული ოდენობით.

ქეშაუთით დაბრუნებული თანხის რაოდენობა განისაზღვრება დროის იმ მომენტში, როდესაც გადაწყვეტთ ამ ფუნქციის გამოყენებას და ის ითვალისწინებს იმ მომენტში არსებულ მოგების ალბათობასა და წაგების რისკებს თქვენს ფსონზე, რაც თქვენთვის საინტერესო თამაშისა თუ მატჩის მსვლელობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ქეშაუთის თანხის რაოდენობა შესაძლოა მეტი ან ნაკლები იყოს (რაც ფსონის სრულად დაკარგვას სჯობს)  საწყის ფსონზე.

შეიძლება ითქვას, რომ ქეშაუთი გაძლევთ საშუალებას „გაიტანო თანხა სანამ შეგიძლია“, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ფსონის დაკარგვის რისკები. ბუქმეიქერების მიერ წარმოდგენილი ეს შესაძლებლობა დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაშის მოყვარულთა შორის. ტოტალიზატორებისთვის თავიანთ მომხმარებლებზე ამ ვარიანტის შეთავაზება, ფაქტობრივად, ნორმად იქცა თანამედროვე ბუქმეიქერებს შორის და ხაზს უსვამს ტოტალიზატორების დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ. 

განვიხილოთ მაგალითი:

დასაწყისისთვის, გასათვალისწინებელია, რომ ქეშაუთის ფუნქციის შეთავაზება ხდება ფსონების ლაივში დადებისას, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამაში მიმდინარეობს.

წარმოიდგინეთ, რომ გააკეთეთ სამი ფსონი - 10 ლარი განათავსეთ სამ განსხვავებულ საფეხბურთო გუნდზე შედეგების შესაბამისი შანსებით 1/1, 3/1 და 15/8. პოტენციურად მოიგებთ 230 ლარს თუ თქვენი პროგნოზი გამართლდება და სამივე ფსონი გამარჯვებით დასრულდება. ვთქვათ, სამივე თამაში ერთდროულად მიმდინარეობს და მათ დასრულებამდე მხოლოდ 10 წუთია დარჩენილი შესაბამისი შედეგით: სამივე გუნდი იგებს თამაშს ანგარიშით 1-0.  ამ მომენტში თქვენ ტოტალიზატორმა შემოგთავაზათ ქეშაუთი გარანტირებული 180 ლარის ოდენობით. როგორ შეგიძლიათ მოქცევა?

ერთი მხრივ, შეგიძლიათ დათანხმდეთ შეთავაზებას, მიიღოთ გარანტირებული 180 ლარი თამაშის დასრულებამდე და საბოლოო შედეგების გაგებამდე. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი პროგნოზი გამართლდება თუ არა, წააგებენ თუ მოიგებენ გუნდები, 180 ლარი თქვენია!

მეორე მხრივ, შეგიძლიათ უარი თქვათ ქეშაუთის ალტერნატივაზე და დაელოდოთ თამაშების საბოლოო შედეგებს. რა ხდება ასეთ დროს?! თუ უკანასკნელ 10 წუთში ანგარიში არ შეიცვლება და თქვენი სამივე გუნდი მოიგებს, შესაბამისად გამართლდება თქვენი პროგნოზი და დადებული ფსონების შესაბამისად თქვენი საერთო მოგება იქნება 230 ლარი. თუმცა, თუ მოვლენები თქვენს სასიკეთოდ არ განვითარდა და თქვენი ვარაუდი არ გამართლდა, გუნდებმა წააგეს ან რომელიმე გუნდმა წააგო და ერთიანი ფსონი არ გამართლდა, თქვენ მიერ მიღებული თანხები იქნება მნიშვნელოვნად მცირე, ვიდრე ქეშაუთით შემოთავაზებული 180 ლარი.

შესაბამისად, საბოლოოდ არჩევანი თქვენზეა დათანხმდებით გარანტირებულ თანხას თუ რისკზე წახვალთ.

რატომ გთავაზობენ ტოტალიზატორები ქეშაუთის შესაძლებლობას?               

ერთი შეხედვით უცნაურია, რატომ აძლევენ ბუქმეიქერები თავიანთ მომხმარებლებს საშუალებას, მოახდინონ თავიანთი დანაკარგების მინიმიზება?!  პასუხი მარტივია - „მომხმარებლებს მოსწონთ ეს შესაძლებლობა“, რადგან მათ სძენს დამატებით კმაყოფილების შეგრძნებასა და ზრდის გართობის ხარისხს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ქეშაუთის შესაძლებლობა უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება ლაივ ფსონების კატეგორიაში და დამკვიდრდა, როგორც ფსონების დადებისა და გართობის ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდი.

რეკომენდაციები ქეშაუთის შესაძლებლობის გამოყენების შესახებ

ლაივ თამაშების მსვლელობისას მოვლენები ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად თქვენი ფსონები დაზღვეული არაფრისგან არ არის.

როდის გამოვიყენოთ ქეშაუთი?

განვიხილოთ 3 ძირითადი სტრატეგია:

მიმდინარე თამაშის დროს - იდეალური მომენტი ქეშაუთის გამოსაყენებლად სწორედ მაშინ დგება, როდესაც ლაივ თამაშში იგებს გუნდი, რომელზეც თქვენ დადეთ ფსონი, თუმცა შიშობთ, რომ შესაძლოა მოვლენები თქვენს საწინააღმდეგოდ განვითარდეს. ასეთ დროს, შესაძლოა ინსტინქტურად იმოქმედოთ და გამოთვლის თუ პროგნოზირების გარეშე გამოიყენოთ ქეშაუთის შესაძლებლობა.

რეკომენდირებულია, რომ დააკვირდეთ თამაშის მსვლელობის განვითარებას, გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ანგარიში, არამედ ის თანხაც, რომელსაც მოგების შემთხევაში მიიღებთ და შეადაროთ ის ქეშაუთის გარანტირებულ თანხას, რომელიც მოცემულზე უფრო მეტი ან ნაკლებიც შეიძლება იყოს.

ქეშაუთი ექსპრეს ფსონზე - როდესაც გააკეთეთ ექსპრეს ფსონი, ანუ რამდენიმე ჩვეულებრივი ფსონის კომბინირება და ჩვეულებრივი ფსონების უმეტესობა გამარჯვებით დასრულდა, ელოდებით მხოლოდ ბოლო თამაშის შედეგებს.

ქეშაუთის შემოთავაზების შემთხვევაში თქვენ აუცილებლად უნდა გამოთვალოთ რისკები. არის თუ არა ქეშაუთით შემოთავაზებული გარანტირებული თანხა თქვენ მოსალოდნელ მოგებაზე მეტი, ნაკლები ან ტოლი? თუ ეს თანხა მოსალოდნელ მოგებას უტოლდება ან აჭარბებს, ლოგიკურია, დათანხმდეთ შემოთავაზებას და მიიღოთ გარანტირებული თანხა. თუ შემოთავაზებული თანხა ნაკლებია მოსალოდნელ მოგებაზე, განიხილეთ რისკები. გახსოვდეთ, რომ კომბინირებულ ფსონზე ყველა დადებული ფსონის წარმატების ალბათობა საკმაოდ მცირეა.

ნაწილობრივი ქეშაუთი - რაც გულისხმობს რომ თქვენ ფსონად დადებულ თანხას გაყოფთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილისთვის აიღებთ ამ ნაწილის შესაბამის ქეშაუთს, ხოლო ფსონირებული თანის მეორე ნაწილზე არ აიღებთ ქეშაუთს და შესაბამისად, ელოდებით თამაშის დასრულებას, რადგან თქვენი ფსონად დადებული თანხის ნაწილზე აიღეთ ქეშაუთი, ხოლო მეორე ნაწილი ისევ ფსონად დატოვეთ და შესაძლებელია მოიგოთ კიდეც, გააჩნია გამართლდება თუ არა თქვენი ნავარაუდევი. 

როდის არ უნდა გამოიყენოთ ქეშაუთი

რთულია, ერთმნიშვნელოვნად დადებითად ან უარყოფითად შევაფასოთ მოცემულ მომენტში არსებული ქეშაუთით შემოთავაზებული თანხა,  სპეციფიკური მონაცემების გარეშე.  რა თქმა უნდა, საბოლოო არჩევანს ისევ თქვენ აკეთებთ, რაზეც მრავალი ფაქტორი მოქმედებს.

დაძლიეთ შიში - არ მისცეთ წაგების შიშს საშუალება გმართოთ. ქეშაუთის ალტერნატივა განიხილეთ როგორც ახალი შეთანხმება თქვენსა და ბუქმეიქერს შორის. ნუ შეგაშინებთ თანხის დაკარგვა, რადგან საბოლოოდ ხომ ეს ყველაფერი გართობას ემსახურება!

შეარჩიეთ მომენტი - თამაშის მსვლელობისას ყველაფერი შეიძლება სხვანაირად განვითარდეს, ამიტომ სწორად შეარჩიეთ მომენტი. თუმცა სანამ ქეშაუთის შემოთავაზებას დათანხმდებოდეთ კიდევ ერთხელ გააანალიზეთ არსებული მდგომარეობა და რისკები, ღირს თუ არა შემოთავაზებაზე დათანხმება ან იქნებ სულაც რისკზე წასვლა სჯობს?!

ქეშაუთი ქართულ ტოტალიზატორებში 

ამ ფუნქციას ქართული ტოტალიზატორებიც სთავაზობენ მათ მომხმარებლებს და პირობების ცვლილება დამოკიდებულია თავად ბუქმეიქერების წესებსა და ალგორითმებზე, რომელთა გამოყენებითაც ადგენენ როდის და რა რაოდენობის ქეშაუთი შესთავაზონ მომხმარებლებს.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: აჭარაბეთის, ევროპაბეთისა და კრისტალბეთის წესებს რამდენიმე საერთო პირობა აქვს ქეშაუთთან დაკავშირებით, მათ შორის:

  • გასანაღდებელი თანხა პირდაპირ დამოკიდებულია და განისაზღვრება ბილეთში განთავსებული თამაშებით.
  • ქეშაუთის ფუნქცია საშუალებას აძლევს მოთამაშეს, გააჩეროს დადებული ბილეთი მატჩის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას და მიიღოს გარანტირებული თანხა.
  • იმისათვის, რომ ქეშაუთით ისარგებლოთ მატჩის მიმდინარეობისას, მატჩი მოცემული უნდა იყოს სუპერლაივში, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩის დაწყების შემდეგ მასზე ფუნქცია არ იმოქმედებს და ბილეთშიც გაქრება ქეშაუთის ღილაკი.
  • ქეშაუთის განხორციელების შემდეგ ფსონი ითვლება მთლიანად გათამაშებულად, მიუხედავად მატჩის შემდგომი განვითარებისა ან/და მისი ფინალური რეზულტატისა.

გარდა ერთნაირი პირობებისა, მათ ასევე აქვთ რამდენიმე განსხვავებული პირობა, მაგალითად;

აჭარაბეთზე ქეშაუთის გაკეთება შესაძლებელია როგორც სინგლის ტიპის ფსონებზე, ასევე, ექსპრეს ბილეთებზე მაშინ, როდესაც ბილეთში ერთი მოვლენა არის დარჩენილი - მატჩის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას და ეს ფუნქცია არ ვრცელდება ვირტუალური სპორტის ფსონებზე. ასევე, ქეშაუთის ფუნქციის განხორციელებისათვის (პრე მატჩი/სუპერლაივი) აუცილებელია, რომ ბილეთში დადებული მატჩის პოზიცია იყოს აქტიური.

ევროპაბეთის პირობების თანახმად

  • ქეშაუთი მოქმედებს პრემატჩებსა და ლაივ-მატჩებზე დადებულ ფსონებზე;
  • ქეშაუთ ფუნქციით სარგებლობისას გარანტირებული გამოსატანი თანხის გაანგარიშება მოხდება ყოველ ბილეთზე.

კრისტალბეთის შემთხვევაში

  • არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ბილეთში არსებული თამაშებიდან რამდენი დასრულდა და რამდენი არა. თუმცა თუ ბილეთში დაგრჩათ მხოლოდ 1 თამაში, თქვენ მიიღებთ უფრო მეტ თანხას, ვიდრე დაზღვევის შემთხვევაში.
  • არ აქვს მნიშვნელობა თქვენს მიერ შერჩეული თამაშები პრემატჩებია, ლაივ-მატჩები თუ ვირტუალური სპორტი. ბილეთის განაღდება შესაძლებელია მაშინაც კი, როცა არც ერთი თამაში არ დაწყებულა.
  • ქეშაუთში არ მონაწილეობს აქციების ბილეთები.

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

რამდენის მოგება შეგიძლია სპორტ-ბეთინგში: ძირითადი წესები და კალკულაციები

როგორ ავარჩიოთ ონლაინ ტოტალიზატორი საქართველოში?