ბონუსების გზამკვლევი: რა უნდა ვიცოდეთ და რას ველოდოთ?

ნებისმიერი ტრადიციული თუ ონლაინ კაზინოს ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა, საიტზე გასაწევრიანებლად და გასართობად მათთვის დამატებითი მოტივაციის შექმნა, თუ უბრალოდ მომხმარებლებისთვის კაზინოსთან ურთიერთობისას სასიამოვნო გამოცდილების დაგროვება. ამ მიზნის მისაღწევად ისინი სხვადასხვა სახის ბონუსს გვთავაზობენ, რომელიც ერთგვარი „უფასო ფულია“, რომელსაც ფსონის დადებისას იყენებთ. ბონუსები განსაკუთრებით დიდი პოპულარულობით გამოირჩევა დამწყებ და გამოცდილ მოთამაშეებში. 

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბონუსით სარგებლობას თან ახლავს გარკვეული წესები და პირობები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ბონუსის გამოსაყენებლად ან მოგებული თანხის მისაღებად. 

ამიტომ გირჩევთ, რომ სანამ ბონუსით სარგებლობას გადაწყვეტთ, საგულდაგულოდ გაეცნოთ პირობებს, გაითვალისწინოთ წესები და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ თქვენთვის სასურველი ფსონი. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ამ პირობებს და გაგაცნობთ ბონუსების სახეობებს. 

რაში აწყობთ კაზინოებს ბონუსების გაცემა?

ტრადიციული სამორინეები, რომლებსაც კონკრეტული მისამართი გააჩნიათ, მრავალ სერვისს გთავაზობენ: შეგიძლიათ მიხვიდეთ, ითამაშოთ, დადოთ ფსონი, გაერთოთ; გარდა ამისა, ეს სამორინეები სოციალიზაციის ადგილიცაა, შეგიძლიათ მიხვიდეთ მეგობრებთან ერთად და სასმელი მიირთვათ, უყუროთ სხვების თამაშს, ანუ ერთი სიტყვით, კარგი დრო გაატაროთ. განსხვავებით ტრადიციული სამორინეებისგან, ონლაინ კაზინოები ამის შესაძლებლობას ფიზიკურად ვერ მოგცემთ. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები სხვა გზით მოიზიდონ. მოზიდვა კი მხოლოდ საიტზე რეგისტრაციას და მომხმარებლისთვის უნიკალური კოდის მინიჭებას არ გულისხმობს. რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია, რომ წარმატებულმა კაზინომ თავის მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი და კეთილგანწყობა შეუქმნას, რათა მან სხვა კაზინოსთან ურთიერთობა არ გადაწყვიტოს. ამიტომ, როგორც აღვნიშნეთ, ონლაინ კაზინოების უმეტესობა ბონუსებს სთავაზობს არა მარტო დამწყებ, არამედ გამოცდილ მოთამაშეებს, რათა მათი პოზიტიური განწყობა და ნდობა შეინარჩუნოს. 

ბონუსების სახეობები და მათი გამოყენების წესები

იმისათვის, რომ კარგად გაერკვიოთ სხვადასხვა ტიპის ბონუს შეთავაზებებში და შეისწავლოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, აღვწერთ რამდენიმე მათგანს, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ:

მისასალმებელი ბონუსები - ონლაინ კაზინოების მიერ შემოთავაზებული ბონუსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სახეობაა, რომელსაც კაზინოები ახალ მომხმარებლებს სთავაზობენ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გეძლევათ საშუალება თავად გამოსცადოთ კაზინოს მიერ შემოთავაზებული თამაშები და სერვისები უფასოდ, თქვენი საკუთარი ფულის დახარჯვის გარეშე და იმ შემთხვევაში თუ სასიამოვნო გამოცდილება გექნებათ, გააგრძელოთ მათთან ურთიერთობა. 

გაწევრიანების ბონუსი - როგორც წესი, ეს არის ბონუსი, რომელსაც საიტზე გაწევრიანებისა და მომხმარებლად დარეგისტირების შედეგად იღებთ. ხშირად გაწევრიანების ბონუსის სანაცვლოდ კაზინო მოგთხოვთ, რომ გაიაროთ თქვენი ელექტრონული ფოსტის ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც საკმაოდ მარტივი პროცედურაა, თუმცა ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რას ითხოვენ თქვენგან სანამ მოქმედებას გადაწყვეტთ. მისასალმებელ და გაწევრიანების ბონუსებს ერთი დანიშნულება აქვთ: მათი მიზანია ახალი მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის კაზინოს სერვისების ახლოდან გაცნობის საშუალების მიცემა. 

რეგისტრაციის ბონუსი - მას შემდეგ რაც გაივლით გაწევრიანების თავდაპირველ ეტაპს, შექმნით ანგარიშს და გაივლით ვერიფიკაციას, კაზინო მოგთხოვთ, გადახდის დეტალების შესახებ ინფორმაციის შევსებას, როგორც წესი, საბანკო ბარათის დარეგისტრირებას. ეს ეტაპი აუცილებელია ნებისმიერი ბონუსის მისაღებად თუ მოგებული თანხის გასანაღდებლად. ბანკის ბარათის დეტალების შეყვანისა და დარეგისტრირების შემდეგ ანგარიშიდან შეიძლება ჩამოგეჭრათ მინიმალური თანხა, რომელიც მომენტალურად უკან დაგიბრუნდებათ. ეს პროცესი აუცილებელია საბოლოო ვერიფიკაციის გასავლელად. 

ბონუსი პირველ დეპოზიტზე - ასევე ფართოდ გავრცელებული სახეობაა და, როგორც სახელი გვეუბნება, წარმოადგენს ერთგვარ დამატებით თანხას, რომელსაც კაზინო გჩუქნით ანგარიშზე პირველი დეპოზიტის შეტანის სანაცვლოდ. როგორც წესი, ბონუსის სახით მიღებული თანხა თქვენ მიერ შეტანილი დეპოზიტის 100%-ს ან, ზოგჯერ, უფრო მეტსაც შეადგენს. ბონუსის მიზანია, რაც შეიძლება დიდი ოდენობის დეპოზიტი განახორციელოთ და მოგების შანსიც გაზარდოთ. თუმცა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ერთ გარემოებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნებისმიერი ბონუსით სარგებლობისას უნდა გაითვალისწინოთ შეთავაზების წესები და პირობები. ხშირად პირველ დეპოზიტზე ბონუსის გაცემისას თანხის შეტანის ყველა მეთოდი არ არის გათვალისწინებული. ანგარიშზე თანხის შეტანა სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი, იქნება ეს საბანკო გადარიცხვა, ბარათით გადახდა თუ სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობა. კარგად გაარკვიეთ, რომელი მეთოდით უნდა ისარგებლოთ, რათა შემოთავაზებული ბონუსი მიიღოთ. 

რაც შეეხება ბონუსის რეალიზაციას, ისევ შეთავაზების პირობებს უნდა გაეცნოთ.

შესაძლებელია, რომ ბონუსის რეალიზაცია მოხდეს დასაწყისშივე, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ბალანსზე შეტანილი თანხა ორმაგდება და იწყებთ ფსონის დადებას, ან ეს ბონუს თანხა გერიცხებათ თქვენი საკუთარი თანხით გარკვეული რაოდენობის აქტივობების შესრულების შემდეგ. 

თქვენ არ გაქვთ უფლება, შეიტანოთ თანხა ანგარიშზე, მიიღოთ ბონუსი და ჯამური ბალანსი თქვენი ანგარიშიდან გაანღდოთ. ამასთან, გახსოვდეთ, რომ არსებობს თამაშების შეზღუდული კატეგორია, რომელზეც ჩამოსული პირველი ფსონი ჩაითვლება ბონუსის მიღების წინაპირობად. ამიტომ თქვენი ვალდებულებაა კიდევ ერთხელ გაეცნოთ წესებს და პირობებს. 

ბონუსი დეპოზიტის გარეშე - ე.წ. „უანაბრო ბონუსი“ ზემოთ აღწერილი ბონუსის სახეობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ ნამდვილ ფულზე. აგრეთვე თანხით, რომელსაც კაზინო გთავაზობთ, მიუხედავად იმისა, თქვენ ანგარიშზე ოდესმე შეგიტანიათ თანხა თუ არა. ამ ბონუსის წყალობით შეგიძლიათ გამოსცადოთ თქვენი იღბალი და დააგროვოთ გამოცდილება. 

უფასო დატრიალება („სპინი“) - ონლაინ კაზინოების მიერ მომხმარებლებისთვის სლოტების თამაშის გამოსაცდელად შეთავაზებული ბონუსია, რომელიც სრულად უფასოდ გთავაზობთ მაქსიმალური მოგების მიღებას. თუმცა მოგებული თანხა, როგორც წესი, ახალი ფსონების დასადებად უნდა გამოიყენოთ. 

შევსების ბონუსი - აღნიშნული ბონუსი, როგორც წესი, უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე მოწვევის სახით ან ხელმისაწვდომია ყველასთვის ვებგვერდზე. მისი მიზანია გამოცდილი მოთამაშეების დამატებით წახალისება ახალი ფსონების დასადებად. შევსების ბონუსები ზემოთ აღწერილი სახეობებიდან შესაძლებელია იყოს ნებისმიერი. გამოცდილება აჩვენებს, რომ, როგორც წესი, ამ ტიპის ბონუსები მიძღვნილია რამე განსაკუთრებული დღისადმი, მაგალითად, შეთავაზება კეთდება შობის დღესასწაულისთვის, ან შეიძლება იყოს კონკრეტულად თქვენთვის თქვენს დაბადების დღეზე გაკეთებული მოწვევა. შეიძლება ასევე ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, მაგალითად, იყოს შემოთავაზებული ყოველი თვის პირველ რიცხვში ან სეზონურად. 

ქეშბონუსები - ბონუსის ყველაზე იშვიათი ფორმაა და წარმოადგენს რეალურ, ნაღდ ფულს, რომელიც თქვენი ბანკის ანგარიშზე განთავსდება ყოველგვარი წესებისა და პირობების გარეშე. როგორც წესი, ქეშბონუსი კაზინოში გარკვეული დროის განმავლობაში დაგროვილი ერთგულების ქულების კონვერტირების შედეგად მიღებული თანხაა, რომელსაც კაზინო მადლობის სახით გთავაზობთ. არის ასევე შემთხვევები, როდესაც აფიქსირებთ საჩივარს კაზინოსთან კონკრეტულ საკითხზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენი საჩივარი დაკმაყოფილდება, კაზინო, ბოდიშის მოხდის მიზნით ამ თანხას განათავსებს თქვენს ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, მოითხოვებოდეს აღნიშნული თანხის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ფსონების დასადებად. 

კიდევ არსებობს მრავალი სხვა სახის ბონუსი ან ჩვენ მიერ აღწერილი ბონუსები სხვადასხვა ვარიაციით. რაც არ უნდა მიმზიდველად გამოიყურებოდეს ან ჟღერდეს შემოთავაზება, არ დაგავიწყდეთ, რომ გაითვალისწინოთ თამაშის წესები და პირობები და პარალელურად მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. 

ბონუსების განაღდება

როგორც ვხედავთ, ბონუსი შეიძლება იყოს შემთავაზებული ან „უფასო ფსონის“ (ანუ ჩამოდიხართ ფსონს და რეალურად არ იხდით თანხას თქვენი ჯიბიდან), ან ნაღდი სახით. სანაღდო ბონუსების თქვენს ბანკის ანგარიშზე გადატანა მომენტალურად არის შესაძლებელი, მაგრამ „უფასო ფსონის“ ნაღდ ფულად კონვერტირება შეუძლებელია. უფასო ფსონებს ჩამოდიხართ, იყენებთ თამაშის პროცესში და აგროვებთ მოგებას, ან გამოცდილებას. 

რომ შევაჯამოთ: 

  • ნებისმიერი სახის ბონუსი თანაბრად მნიშვნელოვანი და სასარგებლო წახალისებაა, როგორც კაზინოებისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის. ორივე მხარე მოგებული და კმაყოფილი რჩება; კაზინოები ახალ მომხმარებლებს იძენენ, მოთამაშეებს კი დამატებითი გართობისა და მოგების საშუალება ეძლევათ.
  • არსებობს ბონუსის მრავალი სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია გაწევრიანების ბონუსები ან ბონუსები პირველ დეპოზიტზე.
  • გახსოვდეთ, რომ ბონუსის გამოყენებამდე აუცილებელია, კარგად გაეცნოთ შეთავაზების წესებსა და პირობებს.
  • ბონუსის თანხა შესაძლებელია გამოიყენოთ, როგორც უფასო ფსონი , მიიღოთ დამატებითი ფსონების დადებისა და გამოცდილების დაგროვების საშუალება, ან გაანაღდოთ თანხა თქვენი ბანკის ანგარიშის საშუალებით. 
  • და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება თამაშით.  

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

ფსონები კრივში: ადგილი, სადაც ადრენალინი აზარტზე მეტია

თამაშის დაწყებამდე VS თამაშის პროცესში გაკეთებული ფსონები: რას მივაქციოთ ყურადღება და რომელი ავირჩიოთ