ერთ-ერთ სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ იმ ბონუსებზე, რომლებსაც ბუკმეიქერები სთავაზობენ ახლადდარეგისტრირებულ მომხმარებლებს მათთვის დამატებითი მოტივაციის შესაქმნელად და მომხარებლების ბაზრის გასაფართოებლად. ასეთი წახალისების მაგალითია ბონუსები საიტზე გაწევრიანებისთვის, ანგარიშის შექმნისთვის, პირველი დეპოზიტის განხორციელებისთვის, პირველი ფსონის დადებისთვის და ა.შ. მაგრამ ლოიალურობის ანუ ერთგულების ბონუსები რამდენიმე ნიშნით განსხვავდება ე.წ. წამახალისებელი ბონუსებისაგან. პირველ რიგში, ბუკმეიქერები ლოალურობის ბონუსებს არ სთავაზობენ დამწყებ მომხმარებლებს, მხოლოდ მათ, ვინც თავისი დროის, ენერგიისა და ფინანსური რესურსების სერიოზული ნაწილი ჩადო ამა თუ იმ ბუკმეიქერთან ურთიერთობაში; აქვს თანმიმდევრული და მყარი ურთიერთობა ბიზნესთან და, რაც მთავარია, აქვს უნიკალური ისტორია: დეპოზიტების შევსების, ფსონების დადების და მოგებებისა თუ წაგების. თავისთავად, ამ ბონუსების იდეაც მომხმარებლების წახალისებაა, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებული, ე.წ. VIP მომხმარებლების; წახალისება, რომ გააგრძელონ თამაში და დარჩნენ სტაბილურ მომხმარებლებად. ლოიალურობის ბონუსები ერთგვარი გზაა ბუკმეიქერებისათვის, მადლობა გადაუხადონ თავიანთ მომხმარებლებს ერთგულებისათვის. ამ სტატიაში განვიხილავთ ლოიალურობის ბონუსების ტიპებს, რომელსაც სხვადასხვა ბუკმეიქერი გვთავაზობს, რომელთა მიღების კანდიდატი, შესაძლოა, ერთ დღეს თქვენც გახდეთ.
ერთგულების ბონუსების ყველაზე გავრცელებული ფორმები
„უფასო“ ფსონები - უკვე მიმზიდველად ჟღერს ყველაფერი, რაც უფასოა, არა? „უფასო“ ფსონები ლოიალურობის გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მოთამაშეებშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს. როგორც წესი, ეს არის ერთგვარი ფული, ბონუსი ან კრედიტი, რომელიც თქვენს ანგარიშზე განთავსდება და რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დადოთ ფსონები თქვენი საკუთარი ჯიბიდან გაკეთებული ყოველგვარი გადახდის გარეშე. ასეთი ბონუსები ყოველთვის მოდის გარკვეული მოთხოვნებით ფსონების დადებასთან დაკავშირებით, ამიტომ კარგად გაეცანით ამ მოთხოვნებს მის გამოყენებამდე.
გაუმჯობესებული კოეფიციენტები - მაგალითად, წამოვიდგინოთ თამაში მანჩესტერ იუნაიტედი VS ჩელსი, სადაც თამაშის უპირობო ფავორიტი არის მანჩესტერი. რეგულარული კოეფიციენტი მანჩესტერის მოგების სასარგებლოდ, რასაც ბუკმეიქერი ჩვეულებრივ მომხმარებლებს შესთავაზებს, იქნება 1.65, მაშინ როდესაც თქვენ, ლოიალურობის ბონუსის მიმღებს, გექნებათ არც მეტი, არც ნაკლები კოეფიციენტი 16/1 მანჩესტერის სასარგებლოდ. ხომ აუცილებლად დადებდით მაქსიმალურ ფსონს ასეთ თამაშზე?
რა თქმა უნდა, ეს რიცხვი განსხვავებული იქნება სხვადასხვა ბუკმეიქერთან, მაგრამ გაუმჯობესებული კოეფიციენტებით სარგებლობა ნიშნავს იმას, რომ ფსონის დადების შემთხვევაში მადლობის ნიშნად საბაზროზე ბევრად მაღალ ღირებულებას მიიღებთ.
ნაღდი ფული - ალბათ ყველასთვის საყვარელი ლოიალურობის პროგრამა ნაღდი ფულის მიღებაა. მართალია, ასეთი ბონუსები ბუკმეიქერების სამყაროში იშვიათია, მაგრამ დღესაც არიან ზოგიერთები, რომლებიც მომხმარებლებს მსგავსი საჩუქრებით ანებივრებენ. თან, რაც ყველაზე კარგია, შეგიძლიათ, ეს ფული გაანაღდოთ თქვენი ანგარიშიდან ან გამოიყენოთ ფსონების დასადებად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
საჩუქარი - დიახ, ფიზიკურად ხელშესახები საჩუქარი! არიან ადამიანები, რომლებიც მათ ანგარიშზე განთავსებული ვირტუალური ფულის ნაცვლად ფიზიკურად ხელშესახებ ნივთებს ანიჭებენ უპირატესობას. დროდადრო ბუკმეიქერები ითვალისწინებენ ამ გარემოებას და ყველაზე ერთგულ კლიენტებს უგზავნიან ისეთ საჩუქრებს, როგორიცაა ჭიქა საინტერესო გამოსახულებებით, ტელეფონის ქეისები, მაისურები, ქუდები და ა.შ. ფანტაზია უსაზღვროა ამ შემთხვევაში.
ბილეთები - თუ ბუკმეიქერის გული მოიგეთ თქვენი გასაოცარი ერთგულებით, მაშინ სულაც არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს საჩუქრად მიიღებთ ბილეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად ან ნებისმიერი სხვა სპორტული მოვლენის წინა რიგებიდან სანახავად.
ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ ბენეფიტების შესახებ, რომელთაც ბუკმეიქერთან ერთგული ურთიერთობის შედეგად საჩუქრად მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ ბუკმეიქერის შერჩევისას ლოიალურობის პროგრამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იყოს, არა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ურთიერთობისგან ფინანსური სარგებელი ნახოთ, არამედ აქტიური ლოიალურობის პროგრამა ხაზს უსვამს ბუკმეიქერის დამოკიდებულებას მისი მომხმარებლების მიმართ და გაჩვენებთ, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იგი ორმხრივ პატივისცემასა და თანამშრომლობას.
როგორ მუშაობს ერთგულების ბონუსების დაგროვების სისტემა?
სხვადასხვა ბუკმეიქერი იყენებს სხვადასხვა კრიტერიუმს, როდესაც მომხმარებლის ერთგულების ხარისხს ზომავს, თუმცა უმეტესობა მათგანი იყენებს საერთაშორისოდ დანერგილ პოპულარულ პრაქტიკას, რომელიც სტატისტიკურად ამართლებს და ბენეფიტების თანაბარ, სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ერთგულების ქულების დაგროვების პროგრამა, როდესაც მომხმარებელი მის მიერ შეტანილი დეპოზიტისა და განხორციელებული ფსონების სიდიდის მიხედვით იღებს სპეციალურ ქულებს. გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ შესაძლებელია ამ ქულების კონვერტირება სპეციალურ საჩუქრებში, ნაღდ ფულსა თუ ფსონის თანხაში. ამ მხრივ ბუკმეიქერები თავისუფალი არჩევანის საშუალებას გვაძლევენ. არსებობს განსაკუთრებული პერიოდები, როდესაც შეტანილი დეპოზიტი თუ ჩამოსული ფსონი ორჯერ ან სამჯერ მეტ ქულას მოგიტანთ, ვიდრე სეზონის ჩვეულებრივ სხვა მონაკვეთში. მიაქციეთ ყურადღება ბუკმეიქერის პირობებს, წაიკითხეთ წესები ქულების დაგროვების შესახებ და იმოქმედეთ თქვენი ინტერესების მიხედვით.
რომ შევაჯამოთ:
- ლოიალურობის ბონუსები დაწესებულია უკვე არსებული, განსაკუთრებით ერთგული მომხმარებლების წასახალისებლად და მადლობის ნიშნად მათთვის სპეციალური საჩუქრების გადასაცემად.
- ბონუსი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, მათ შორის, ნაღდი ფული, გაორმაგებული თუ გაათმაგებული კოეფიციენტები, სპორტული თამაშის ბილეთები და სხვ.
- როგორც წესი, კლიენტების ერთგულება იზომება მათ მიერ დაგროვილი ქულებით, რომელსაც მომხმარებლები კონკრეტული ოპერაციების, მაგალითად, დეპოზიტის შევსების ან ფსონის დადების შედეგად აგროვებენ.
- ყოველი ბონუსის მიღებასა და გამოყენებას ახლავს მთელი რიგი წესები და პირობები, რომელსაც პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით უნდა მოვეკიდოთ და დეტალურად გავეცნოთ ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე.
დაამატე კომენტარი
კომენტარები (0)