ფსონები ჩოგბურთში: მოკლე სახელმძღვანელო დამწყებთათვის

ჩოგბურთი, ყველასათვის მომხიბვლელი და ელეგანტური თამაში, შედის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ სპორტის ხუთ სახეობას შორის და არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს აზარტული თამაშების მოყვარულებში მათი გამოცდილების მიუხედავად. ამ სტატიაში მოგიყვებით ჩოგბურთში ფსონების დადების სპეციფიკურ მახასიათებლებზე და იმ ფაქტორებზე, რასაც თამაშამდე ან თამაშის მიმდინარეობის პროცესში უნდა მიაქციოთ ყურადღება. 

წესები, რომლითაც ჩოგბურთში ფსონის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოთ

სპეციალიზაცია - იყავით სელექციურები. ისევე როგორც ფეხბურთსა და რაგბში, ჩოგბურთშიც წლის განმავლობაში რამდენიმე ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირი ტარდება, ქალებისა და კაცებისა კატეგორიაში ცალ-ცალკე. მიიღეთ მონაწილეობა მხოლოდ ისეთ თამაშებში, რომლის შესახებ გაქვთ ინფორმაცია და ისეთ ტურნირებში, სადაც სპეციალიზაცია გაქვთ ან გსურთ გამოცდილების დაგროვება. ნუ იქნებით იმპულსურები. ტენისის ბაზარი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. გააკეთეთ არჩევანი თქვენი მოთხოვნილებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ზოგიერთი მოთამაშე ამჯობინებს ჰენდიკაპით ფსონის დადებას, ზოგიერთი სეტებისა და თამაშის ტოტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ეს პრეფერენციები მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, მხოლოდ გახსოვდეთ, რატომ და როგორ გააკეთეთ თქვენი არჩევანი. 

იქონიეთ რამდენიმე ანგარიში სხვადასხვა ბუკმეიქერთან - ბაზრის „დივერსიფიკაცია“ სწორი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ფინანსური გათვლის დროს. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ ბაზარზე არსებულ ყველა ბუკმეიქერთან გახსნათ ანგარიში და დახარჯოთ თქვენი დრო და ფინანსური რესურსები, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. მრავალფეროვანი არჩევანი კი მოგცემთ მანევრირების საშუალებას, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი კოეფიციენტები. 

იქონიეთ დღიური - ჩანაწერების გაკეთებას და თქვენი ფსონების ისტორიის შენახვას გირჩევთ არა მარტო ჩოგბურთის, არამედ ნებისმიერი სხვა თამაშის შემთხვევაშიც. შენახული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორიცაა თარიღი, შეხვედრის ტიპი, ფსონის სახეობა, ფსონის მოცულობა, ბუკმეიქერის ვინაობა, თქვენი კოეფიციენტი და ზოგადი კომენტარები, რასაც საჭიროდ ჩათვლით. გახსოვდეთ, რომ თქვენი პერსონალური ისტორიის ანალიზი საშუალებას მოგცემთ, ნათლად დაინახოთ და გაანალიზოთ, რომელ ტურნირებსა თუ შეხვედრებზე, რომელ გუნდებზე ან მოთამაშეებზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი და კოეფიციენტების რა ზღვრული მაჩვენებლები უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად. ამასთან ეს მონაცემები იქნება პერსონალურად მხოლოდ თქვენზე მორგებული. 

კარგად გაითავისეთ ჩამწოდებლისა და მიმღების ფენომენი - ჩოგბურთში, როგორც ვიცით, მოთამაშეები ბადის საპირისპირო მხარეებზე დგანან. მოთამაშეს, რომელიც პირველი აგზავნის ბურთს მოწინააღმდეგის მოედანზე, ჩამწოდებელი ჰქვია, ხოლო მის მოწინააღმდეგეს - მიმღები. ჩოგბურთში საკმაოდ ხშირია ე.წ. ლაივბეთი, როდესაც ადამიანები თამაშის მიმდინარეობის პროცესში დებენ ფსონს. მაქსიმალური წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ მოთამაშეებს (ფსონის დამდებები) კარგად ჰქონდეთ გაანალიზებული ჩაწოდებისა და მიღების სპეციფიკა. 

ჩაწოდება არის ერთადერთი შემთხვევა ჩოგბურთში, როდესაც თამაშის შედეგი მთლიანად ერთ ინდივიდზეა დამოკიდებული. 

თუ ჩამწოდებელი მსოფლიო კლასისა და მრავალი ჩემპიონატის გამარჯვებული მოთამაშეა, მაშინ სულ მცირე 80% შანსია იმისა, რომ იგი ჩაწოდების ქულას აიღებს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიმღები ყველა ვარიანტში განწირულია. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დიდი მოთამაშეები, როგორიც როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, დევიდ ფერერი და სხვები არიან, ისეთივე საუკეთესო ჩამწოდებლები არიან, როგორიც მიმღებები. ამიტომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა, რომელიც ჩოგბურთში ფსონების გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ. 

შეისწავლეთ მოთამაშეების სტილი - საბედნიეროდ ძალიან მარტივია ინტერნეტ არქივებში თუ სოციალურ ქსელ „იუთუბში“ მოვიძიოთ თითქმის ყველა ცნობილი თამაშის ვიდეო ჩანაწერი ქალებისა თუ კაცების კატეგორიაში და დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ცნობილი მოთამაშეების სტილი, რაში მდგომარეობს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ვინ არის ძლიერი ჩამწოდებელი? ვინ არის საუკეთესო მიმღები? ვინ არის კარგი „ბეისლაინერი“? ვის ეხერხება ყველაზე კარგად დომინანტური თუ სუსტი ხელით დარტყმა და ა.შ. 

გარდა ამისა, შეისწავლეთ თქვენი ფავორიტი მოთამაშის პერსონალური ისტორია მოწინააღმდეგეებთან. ეს ერთგვარ მიმართულებას მოგცემთ ფსონის გაკეთებისას. თუმცა არ დაგავიწყდეთ, ჩოგბურთი სპორტია, სადაც, როგორც ყველგან, ზოგჯერ საუკეთესოებიც აგებენ. 

შეაფასეთ შეხვედრის ფიზიკური მახასიათებლები - როცა რომელიმე მოთამაშეზე ჩამოვდივართ ფსონს, ყოველთვის გაითვალისწინეთ კორტის საფარი, რომელზეც ისინი თამაშობენ და ამ მოთამაშის პირადი გამოცდილება მსგავს ზედაპირზე თამაშისას. ტოპ მოთამაშეები, როგორებიც არიან, მაგალითად, ჯოკოვიჩი, ფედერერი და ნადალი, ყველა ზედაპირზე თანაბარი წარმატებით ასპარეზობენ. 

ჩოგბურთის კორტის ზედაპირი შესაძლოა იყოს მყარი, ბალახის, ან თიხის. თითოეული მათგანი სხვადასხვა ჩოგბურთელის თამაშის ხარისხზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. 

ჩოგბურთელების უმეტესობას საკუთარი პრეფერენციები და თამაშის სტილი აქვს განსხვავებული ტიპის ზედაპირზე. ამიტომ ნუ უგულებელყოფთ, ამ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტს ფსონის დადებისას. 

ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრის ადგილი: დახურული დარბაზი თუ ღია კორტი გარეთ. ზოგიერთ მოთამაშეზე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქარის სიჩქარე, მზე, სიცხე - განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.  თიხისა და ბალახის კორტები ყოველთვის გარეთ არის მოთავსებული, ხოლო შენობის შიდა დახურული კორტები ყოველთვის მყარსაფარიანია. მიიღეთ ეს ფაქტორები მხედველობაში. 

ფსონის სახეობები ჩოგბურთში

ფსონი ერთეულ მატჩებზე - როგორც სპორტის ნებისმიერ სხვა სახეობაში, ჩოგბურთშიც ყველაზე პოპულარულია ფსონები ორ მოთამაშეს შორის შეხვედრის შედეგებზე. განსხვავებით ფეხბურთისგან, პროფესიონალურ ჩოგბურთში თამაშები ფრედ არ სრულდება და არც ფსონები მიიღება ამ კატეგორიაში. შესაბამისად, ფსონს ჩამოდიხართ რომელიმე მოთამაშის ან მოგებაზე, ან წაგებაზე. 

ფსონი ჩემპიონატის გამარჯვებულზე - ჩოგბურთში შეგიძლია გააკეთოთ ფსონი არა რომელიმე კონკრეტული შეხვედრის შედეგზე, არამედ ჩემპიონატის საბოლოო გამარჯვებულზე. 

ორმაგი ფსონი ჩემპიონატზე - ასეთ დროს მოთამაშე რეალურად დებს ორ სხვადასხვა ფსონს ერთსა და იმავე მოთამაშეზე. პირველ შემთხვევაში ჩამოდის ფსონს მისი ფავორიტის მიერ ჩემპიონატის მოგებაზე, მეორე შემთხვევაში - მის ფინალში გასვლაზე. იმ შემთხვევაში თუ ფავორიტი მოიგებს, მოგებული იქნება ორივე ფსონი, იმ შემთხვევაში თუ ფავორიტი ფინალში წააგებს, მოგებული იქნება მხოლოდ მეორე ფსონი (runner up). 

ფსონი სეტზე - თითქმის იგივე პირობები აქვს, რასაც ფსონს მთლიანი მატჩის შედეგზე. თუმცა აქ დაანგარიშდება მხოლოდ სეტის გამარჯვებული, რომელსაც თავისი ინდივიდუალური კოეფიციენტი ექნება მინიჭებული. როგორც წესი, ბუკმეიქერები შესაძლებლობას გაძლევენ, დადოთ ფსონი პირველი, მეორე და მესამე სეტის შედეგებზე. 

ფსონის დადება ჰანდიკაპით - ჩოგბურთში ჰანდიკაპით ფსონის დადება შესაძლებელია „სეტ ჰანდიკაპისა“ და თამაშის ჰანდიკაპის პრინციპით. მაგალითად, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ფსონს, რომ მოთამაშე შეხვედრას მოიგებს -1.5 სეტის ჰანდიკაპით, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოთამაშეს ენიჭება უპირატესობა, რომელიც გამოხატულია +1.5 სეტის ჰანდიკაპით. თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ შემდეგი მაგალითი:

სეტის ჰენდიკაპი

 

როჯერ ფედერერი (+1.5)                          1.66

რაფაელ ნადალი (-1.5)                             2.10

როგორც ვხედავთ, ბუკმეიქერის ჩანაწერის მიხედვით, ფედერერის მოგება შეფასებულია კოეფიციენტით 1.66 და ამასთან მას გააჩნია +1.5 უპირატესობა ჰანდიკაპით. თუ ფსონს ჩამოხვალთ ფედერერის გამარჯვებაზე, მოიგებთ, თუ ფედერერი მოიგებს მატჩს ან არ წააგებს მინიმუმ 1.5 სეტზე მეტს. ნადალს იმავე თამაშში ეძლევა დეფიციტი (-1.5), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ფსონს ჩამოდიხართ მასზე, თქვენი წარმატებისთვის საჭიროა, ნადალმა გაიმარჯვოს მინიმუმ 1.5 სეტით. ნადალის მიერ 1 სეტით გამარჯვება, მაგალითად, არ იქნება საკმარისი თქვენი ფსონის გასამარჯვებლად. 

დაიმახსოვრეთ: სეტი შედგება ექვსი თამაშისგან, ხოლო მატჩი 3-დან 5-მდე სეტისგან. თამაში ითვლება მოგებულად, თუ მოთამაშე მოპოვებს ოთხ ქულას, ან სულ მცირე ორი ქულით გაუსწრებს მოწინააღმდეგეს. 

გარდა ამისა, ჩოგბურთში ფსონი შესაძლებელია დაიდოს პირველი ეისის მიწოდებაზე, ეისების რაოდენობაზე, პირველ ორმაგ შეცდომაზე, ორმაგი შეცდომების რაოდენობაზე, მატჩში გეიმების რაოდენობაზე, მოგებული სეტების რაოდენობაზე და ა.შ. ამ მხრივ სხვადასხვა ბუკმეიქერი სხვადასხვა პირობებს გვთავაზობს. 

ცნობილი ჩემპიონატები ჩოგბურთში

დიდი სლემის ტურნირები - ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ტურნირებია ჩოგბურთში სარეიტინგო ქულებისა და საპრიზო ფონდის მიხედვით. ტურნირები იმართება ყოველწლიურად და მოიცავს ავსტრალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონის შეჯიბრებას. თითოეული ტურნირი, როგორც წესი, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და გადანაწილებულია წელიწადის ოთხ სეზონზე. 

გარდა ამისა, ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაცია ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ ტურნირებს სხვადასხვა კატეგორიებში, როგორიცაა 250-იანი სერიის, 500-იანი სერიის, მასტერსის ტიპის (1000) და წლის შემაჯამებელი ტურნირები, რომლებიც ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში იმართება. 

ტურნირებისთვის თვალყურის დევნება იდეალური შესაძლებლობაა აზარტული თამაშების მოყვარულთათვის თავიანთი ფავორიტი მოთამაშეების თამაშის სტილის შესასწავლად. 

რომ შევაჯამოთ: 

  • ჩოგბურთში, ისევე როგორც სპორტის ყველა სხვა სახეობაში, სპეციალიზაცია, ინფორმირებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია წარმატებული ფსონების დასადებად. 
  • ჩოგბურთი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს ჰპირდება გულშემატკივრებს, როგორც ტურნირებისა და შეჯიბრებების, ასევე ნებადართული ფსონების მიხედვით. 
  • გამოიყენეთ მრავალფეროვანი ბაზარი: მოიძიეთ თქვენთვის სასურველი კოეფიციენტები. ჩოგბურთით ბუკმეიქერთა აბსოლუტური უმრავლესობაა დაინტერესებული. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს მხოლოდ ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობით. 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

თამაშის დაწყებამდე VS თამაშის პროცესში გაკეთებული ფსონები: რას მივაქციოთ ყურადღება და რომელი ავირჩიოთ

ფსონები რაგბში: გაერთეთ და მოიგეთ თქვენს საყვარელ სპორტში