ფსონები კრივში: ადგილი, სადაც ადრენალინი აზარტზე მეტია

კრივი, იგივე ბოქსი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სპორტია ადრენალინის დიდი დოზით მოყვარულთათვის და საერთოდ არაა გასაკვირი, რომ ასეულობით წლებია იგი აზარტული თამაშების მოყვარეულებსაც იზიდავს, როგორც დამწყებ ისე პროფესიონალ მოთამაშეებს. მისი ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა ყველა მათგანში ერთმანეთს უპირისპირდება ორი პროფესიონალი მოკრივე, რომელთა შორის იმართება მუშტით ბრძოლა გასაკუთრებული წესების დაცვით. კრივი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა, რომელიც ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც კი შედიოდა. 

შეჯიბრება კრივში ტარდება რინგზე სამწუთიანი რაუნდებით, თითოეულ რაუნდს შორის შესვენება არის ერთი წუთი. 

გამარჯვებულად ითვლება მოკრივე, რომელიც წარმატებით ჩაატარებს რაუნდებს და მოპოვებს მეტ ქულას, ან მოიგებს ნოკაუტით - მდგომარეობა კრივში, როდესაც მოწინააღმდეგისგან მიღებული დარტყმის შედეგად მოკრივე რინგზეა დავარდნილი და 10 წამის განმავლობაში ვერ ახერხებს ადგომას. 

ამის საწინააღმდეგ უნდა განვმარტოთ ნოკდაუნიც - მდგომარეობა, როდესაც მოკრივე მოწინააღმდეგის დარტყმის შედეგად ვარდება, მაგრამ 10 წამის განმავლობაში ახერხებს ადგომას და ბრძოლის გაგრძელებას. როგორც წესი, რინგზე ყოველთვის არის ერთი რეფერი, ხოლო რინგის გარეთ 3-4 მსაჯი. როგორც აღვნიშნეთ, კრივის ბევრი ვარიაცია არსებობს და ისტორიული გამოცდილებების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტილის შეჯიბრებებს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა საბაზისო წესები უმეტესად ერთნაირია. არსებობს კონკრეტული ადგილები სხეულზე, სადაც დარტყმა აკრძალულია, როგორიცაა, მაგალითად, წელსქვევით, კეფასა და ზურგში. 

კრივში ფსონების დადება შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ტურნირების მსგავსად ხდება. ამ სტატიაში სწორედ ფსონის სახეობებს და ცნობილ ტურნირებს განვიხილავთ, რომელშიც შეგიძლიათ, გამოსცადოთ საკუთარი აზარტული შესაძლებლობები. 

ფსონის სახეობები კრივში

ფსონი მატჩის შედეგზე - ფსონის ყველაზე ტიპური და გავრცელებული ფორმაა კრივში. თანხას ჩამოდიხართ იმ მოთამაშეზე, რომელიც თქვენი აზრით გაიმარჯვებს შეხვედრაში. თუ თქვენი ფავორიტი წააგებს მატჩს, ფსონის თანხას კარგავთ. თუ თამაში ფრედ დასრულდება, ყველა ფსონი, რომელიც ორი მოწინააღმდეგიდან ნებისმიერის გამარჯვებაზე იყო დადებული, წაგებულად ცხადდება. თუ ფსონს ფრეზე ჩამოხვედით, გილოცავთ! როგორც წესი, კრივში ფრედ დასრულებული თამაშების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. ტიპური ფსონი მატჩის შედეგებზე შემდეგნაირად გამოიყურება:

ნოემბერი 11, 2019

1

ფრე

2

15:00 სმიტი VS კლარკი

2.50

17.00

1.53

არის შემთხვევები, როდესაც ფსონის დადება ფრეზე შეუძლებელია. ასეთ ვარიანტს არ გვთავაზობენ. რა ხდება მაშინ თუ თამაში ფრედ სრულდება? თანხა სრულად უბრუნდებათ მოთამაშეებს ყოველგვარი მოგებისა თუ საკომისიოს გარეშე. 

ფსონი რაუნდების ოდენობაზე - საკმაოდ პოპულარული სახეობაა კრივში. როგორც აღვნიშნეთ, კრივის ნებისმიერი შეხვედრა რამდენიმე სამწუთიანი რაუნდისაგან შედგება, სადაც თითოეულ რაუნდს თავისი გამარჯვებული ჰყავს. თქვენ ფსონს ჩამოდიხართ სავარაუდო რაუნდების რაოდენობაზე, და არა ამ რაუნდების გამარჯვებულებზე. ეს ფსონი თავისი შინაარსით ჰგავს სხვა სპორტებში „ოვერბეთინგისა“ და „ანდერბეთინგის“ პრინციპებს, იმ განსხვავებით, რომ აქ ტოტალურად დაგროვებული ქულების რაოდენობის ნაცვლად, რაუნდების რაოდენობაზე ჩამოდიხართ ფსონს. მაგალითად, 

6 რაუნდზე მეტი

1.80

6 რაუნდზე ნაკლები

1.95

იმ შემთხვევაში თუ პირველი არჩევანის სასარგებლოდ გააკეთებთ ფსონს, გაიმარჯვებთ, თუ მეშვიდე რაუნდის დასაწყისში რინგზე ორივე მოთამაშე ფეხზე დგას. ანალოგიურად, მოგებული დარჩებით თუ მეორე არჩევანი გააკეთეთ და თამაში 6 რაუნდზე ნაკლებ დროში სრულდება. გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: თუ თამაში სრულდება ზუსტად 6 რაუნდში, ისე რომ მეშვიდე რაუნდი არ იწყება, ამ კატეგორიაში გაკეთებული ყველა ფსონი წაგებულად ცხადდება. 

ფსონი მოგების მეთოდზე - როგორც სახელი გვეუბნება, ასეთ შემთხვევაში მოთამაშე ფსონს ჩამოდის მოგების მეთოდზე, რომლის წყალობითაც შეხვედრას ეყოლება გამარჯვებული. მოგების მეთოდი შესაძლებელია იყოს მოგება 10 რაუნდის (ან ნებისმიერი კონკრეტული რაოდენობის) შემდეგ, ან მოგება ნოკაუტით, ან მოგება მსაჯის გადაწყვეტილებით და ა.შ. სწორედ აქ გავჩერდებით ცოტა ხნით და განვმარტავთ საჭირო ტერმინოლოგიას, რომელიც თამაშის გაგებასა და ფსონების გაკეთებაში დაგვეხმარება: 

  • ნოკაუტი (KO) - მდგომარეობა, როდესაც მოკრივე მოწინააღმდეგისგან მიყენებული დარტყმის შედეგად ადგომას ვერ ახერხებს 10 წამის განმავლობაში და დამარცხებულად ცხადდება. 
  • ტექნიკური ნოკაუტი (TKO) - რეფერის გადაწყვეტილებით მატჩი წყდება და გამარჯვებული ცხადდება, რადგან ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს მიყენებული აქვს სხეულის მძიმე დაზიანებები, რომლის გამოც თამაშის გაგრძელება არ შეიძლება. 
  • დისკვალიფიკაცია (DQ) - რეფერის გადაწყვეტილებით მოკრივეს ენიჭება დისკვალიფიკაცია და ცხადდება დამარცხებულად, თუ, გაფრთხილების მიუხედავად, გამუდმებით არღვევს სამართლიანი თამაშის წესებს. 
  • ერთსულოვანი გადაწყვეტილება (UD) - ერთსულოვანი გადაყვეტილების ძალით სამ მსაჯს აქვს გამარჯვებულის გამოცხადების უფლება. 
  • გახლეჩილი გადაწყვეტილება (SD) - მდგომარეობა, როდესაც სამი მსაჯიდან ორი თანხმდება ერთ გამარჯვებულზე, ხოლო მესამე მსაჯი მეორე მოკრივეს აცხადებს გამარჯვებულად. 
  • უმრავლესობის გადაწყვეტილება (MD) - მდგომარეობა, როდესაც სამი მსაჯიდან ორი ერთსა და იმავე მოკრივეს აცხადებს გამარჯვებულად, ხოლო მესამე მსაჯი არც ერთს (ფრე). 
  • ტექნიკური გადაწყვეტილება (TD) - თამაში სრულდება ფრედ, თუ ერთ-ერთ მოკრივეს მიყენებული აქვს მძიმე დაზიანება და თამაშის გაგრძელება შეუძლებელი ხდება, მიუხედავად იმისა, ეს მოკრივე ჩამორჩება თუ არა ქულებით მის მოწინააღმდეგეს. 

კრივში თამაშის მოგება შესაძლებელია ან ნოკაუტით, ან თამაშის აუცილებელი შეწყვეტის შედეგად ან მსაჯების გადაწყვეტილებით. 

ეს ვარიაციები საშუალებას გაძლევთ ფსონი გააკეთოთ თქვენი აზრით მოსალოდნელ დასასრულზე. ამ ტერმინების ცოდნა და გათავისება კი დაგეხმარებათ კრივის უკეთ გაგებასა და ფსონების სწორად შერჩევაში. 

ფსონი გამარჯვების რაუნდზე - მოთამაშეებს ეძლევათ საშუალება, იწინასწარმეტყველონ ზუსტად მერამდენე რაუნდში მოპოვებს საბოლოო გამარჯვებას ერთ-ერთი მოკრივე. 

მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ, დადონ ფსონი იმაზე, თუ რომელიმე მოკრივე, მათი აზრით, ვერ შეძლებს თამაშის დასასრულამდე რინგზე დგომას.  

ჩემპიონატები და ტურნირები კრივში

ამ კატეგორიაშიც არ დარჩებიან კრივის გულშემატკივრები გაწბილებულები. მსოფლიოში არსებობს ოთხი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია, რომელიც პროფესიონალურ და სამოყვარულო კრივის მსოფლიო ჩემპიონატებს უწევს ორგანიზებას. ასეთებია: მსოფლიო კრივის ასოციაცია (WBA), მსოფლიო კრივის საბჭო (WBC), კრივის საერთაშორისო ფედერაცია (IBF) და კრივის მსოფლიო ორგანიზაცია (WBO). სწორედ ეს ორგანიზაციები გადასცემენ გამარჯვებულებს მსოფლიო ჩემპიონის, სუპერ ჩემპიონის და სხვა მნიშვნელოვან ტიტულებს. 

ყველა იმ ქვეყანას, სადაც კრივი სპორტის პოპულარული სახეობაა, გააჩნია ეროვნული ჩემპიონატები, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკობრივი, წონის და სქესობრივი კატეგორიების მიხედვით იყოფა. აზარტული თამაშების მოთამაშეებისთვის ეს ყოველივე ნიშნავს თამაშების მრავალფეროვან არჩევანს და, რაც მთავარია, ბევრ ადრენალინს. 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (0)

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ბუკმეიქერებისა და ფსონების შესახებ

ბონუსების გზამკვლევი: რა უნდა ვიცოდეთ და რას ველოდოთ?