კალათბურთი ნამდვილად შედის მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობების ხუთეულში. გარდა ამისა, იგი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სპორტია ფსონების გაკეთების კუთხითაც. თუ ოდესმე დაგიდიათ ფსონი ფეხბურთში, მაშინ არ გაგიჭირდებათ კალათბურთშიც იმავეს გაკეთება, რადგან ფსონების პრინციპი ამ ორ სპორტში თითქმის იდენტურია.
აზარტული თამაშების სამყაროში კალათბურთზე დიდი მოთხოვნაა. მას თამაშობენ მთელ მსოფლიოში. მართალია კალათბურთის მოყვარულთათვის წლის საუკეთესო ჩემპიონატი NBA-ის თამაშებია, მაგრამ არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს ევროლიგა და აზიის ჩემპიონატები.
კალათბურთი თვალყურის სადევნებლადაც მარტივი სპორტია. მოედანზე თამაშობს ხუთი მოთამაშისაგან შემდგარი გუნდი, რომელთაგან თითოეული ცდილობს მოწინააღმდეგის კალათში ჩაგდებული ბურთით მოიპოვოს 2 ან 3 ქულა. რეალიზებული საჯარიმო ტყორცნა განისაზღვრება ერთი ქულით, ხოლო გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს შეხვედრის გამარჯვებულია. შეხვედრა შედგება ოთხი ათწუთიანი მეოთხედისაგან, რომელთა შორის შესვენება 2 წუთია, გარდა მეორე და მესამე მეოთხედებს შორის შესვენება, რომელიც 15 წუთი გრძელდება. თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში ინიშნება დამატებით 5-წუთიანი ტაიმი გამარჯვებულის გამოსავლენად.
კალათბურთში ფავორიტ გუნდს ბევრი შანსი ეძლევა ქულების დასაგროვებლად, რაც გამორიცხავს შემთხვევითობის ფაქტორს სპორტის სხვა სახეობებთან, მაგალითად, ფეხბურთთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ ქულების დაგროვების მრავალი შესაძლებლობაა თამაშის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უმეტესად იგებენ ფავორიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ კაზინოები ვალდებულები არიან, ორ გუნდს შორის შანსების გასათანაბრებლად და ორივე მხარეს ფულის მოსაზიდად, გამოიყენონ ჰანდიკაპ ფსონები. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა, მხოლოდ და მხოლოდ, ფავორიტ გუნდზე ჩამოვიდოდა ფსონს და ვერც ერთი ბუკმეიქერი ვერ ნახავდა მოგებას. თუმცა ფსონების ამ და სხვა ტიპებს ქვემოთ განვიხილავთ.
ფსონის სახეობები კალათბურთში
ორმაგი შედეგი - ყველაზე ტიპური და ბაზისური ფსონის სახეობა, რომელიც სპორტის ყველა სახეობაში გამოიყენება. მარტივად, მოთამაშე ფსონს ჩამოდის მისი ფავორიტის გუნდის მოგებაზე ან მეორის წაგებაზე, რადგან კალათბურთში ფრედ დასრულებული თამაშები არ გვაქვს.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კალათბურთში ყოველთვის არიან თამაშის აშკარა ფავორიტები და ე.წ. „ანდერდოგები“, გუნდები, რომელთა მოგებაც ნაკლებად სავარაუდოა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორ გუნდის მოგებას დიდი ალბათობით ფავორიტი დაისაკუთრებს, ბუკმეიქერი ვალდებულია ისეთნაირად გადაანაწილოს კოეფიციენტები, რომ ორივე გუნდისთვის მოგების შანსი გათანაბრდეს. ამის შედეგად, ორივე გუნდის მოგებაზე თითქმის თანაბარი რაოდენობის ფსონი იდება და, გარდა იმისა, რომ ბუკმეიქერები სარგებელს ხედავენ, ხშირად მოთამაშეებიც შანსების გათანაბრების შემდეგ შეიძლება ერთი ბანაკიდან მეორეში გადავიდნენ. როგორ ხდება შანსების გათანაბრება? სწორედ რომ ჰანდიკაპ ფსონების გამოყენებით, რომელიც ყველაზე პოპულარული მეთოდია კალათბურთში. ჰანდიკაპი, ან ე.წ. „პოინტ სპრედი“, რომელსაც ზოგჯერ ფორას ვუწოდებთ, შეხვედრაში მონაწილე გუნდებიდან რომელიმესთვის მინიჭებული უპირატესობაა, რომელიც ქულებშია გამოხატული. მისი გამოყენება ორი სხვადასხვა გზით ხდება: ან ფავორიტს აკლდება ქულები კოეფიციენტის გამოთვლისას, ან „ანდერდოგს“ ემატება ქულები შანსების გასათანაბრებლად. თვალსაჩინოებისთვის, წარმოვიდგინოთ შეხვედრა „გოლდენ სტეიტ უორიორსსა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერს“ შორის. დავუშვათ, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ შეხვედრის აშკარა ფავორიტია. ასეთ შემთხვევაში გუნდის გამარჯვებაზე ბუკმეიქერების მიერ შემოთავაზებული კოეფიციენტი შესაძლოა გამოიყურებოდეს ასე: -5.5, ხოლო „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამარჯვებაზე შემოთავაზებული კოეფიციენტის მნიშვნელობა იქნება +5.5. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ფსონს ჩამოდიხართ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მოგებაზე, თქვენმა გუნდმა უნდა მოიგოს მინიმუმ 6 ქულით, რომ თქვენი ფსონი გამარჯვებულად ჩაითვალოს, ხოლო „ლეიკერსმა“ არ უნდა წააგოს ხუთ ქულაზე მეტი სხვაობით, რომ მათ მოგებაზე დადებული ფსონი ჩაითვალოს გამარჯვებულად. პრინციპი მარტივია: ასეთი ფსონის დროს შეჯიბრებითობის ხარისხი ბევრად იზრდება.
გოლდენ სტეიტ უორიორსი (-5.5) |
1.5 |
ლოს ანჯელეს ლეიკერსი (+5.5) |
1.85 |
მაგალითად, „გოლდენ სტეიტ უორიორსზე“ ჩამოდიხართ ფსონს 100₾. თამაში დასრულდა მათი გამარჯვებით, თან მათ მოწინააღმდეგეს მოუგეს 12 ქულით (გადააჭარბეს ჰანდიკაპის შეზღუდვას - 6 ქულას), ასეთ შემთხვევაში თქვენი მოგებული თანხა იქნება 150 ლ (50₾ მოგებას + თავდაპირველი ფსონი 100₾).
ფსონის თამაშის ტოტალზე - ასეთი ფსონის დროს ბუკმეიქერი აცხადებს თამაშის ძირითად დროში (პლუს დამატებით ოვერტაიმში, თუ ამის საჭიროება დადგა) ორივე გუნდის მიერ პოტენციურად მოპოვებულ ქულათა ჯამს. ამის შემდეგ მოთამაშეებს ეძლევათ შანსი, დადონ ფსონი ბუკმეიქერის მიერ შემოთავაზებულ რიცხვზე მაღალ თუ დაბალ ნიშნულზე („ოვერბეთინგი“ და „ანდერბეთინგი“). თუ ფსონს ჩამოხვედით მაღალ ნიშნულზე და ორივე გუნდმა ჯამურად დააგროვა ბუკმეიქერის მიერ შემოთავაზებულ რიცხვზე მეტი ქულა, თქვენ იგებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგავთ ფსონის თანხას.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სხვადასხვა ბუკმეიქერი გვთავაზობს ფსონის დადებას პირველი მეოთხედის, ან პირველი ნახევრის შედეგებზე, ან პირველი ნახევრის ტოტალზე. საკმაოდ პოპულარულია ასევე ფსონები შეხვედრის ფავორიტ კალათბურთელებზე, მათ მიერ მოპოვებული ქულების რაოდენობაზე ძირითად დროში თუ პირველ ან მეორე ნახევარში და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, კალათბურთის ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია, გეძლევათ შანსი გააკეთოთ ფსონი მრავალი სხვადასხვა ფაქტორის მონაწილეობით. გამოიყენეთ ეს შანსი და კარგად შეისწავლეთ ბაზარზე მოქმედი ბუკმეიქერები.
ცნობილი ჩემპიონატები კალათბურთში
ძალიან ბევრი ბუკმეიქერი ფსონების დადების შესაძლებლობას გვაძლევს არა მარტო ეროვნული თასების გათამაშებაში, არამედ საერთაშორისო ტურნეებშიც. ესენია ე.წ. გრძელვადიანი ფსონები, როდესაც მოთამაშეები ცნობილი ჩემპიონატის პოტენციურ გამარჯვებულებზე ჩამოდიან ფსონს. ამიტომ აქ მოკლედ აღვწერთ იმ ჩემპიონატებისა და თასების გათამაშებათა სიას, რომელსაც აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალყური, თუ კალათბურთით დაინტერესებული ან მისი დიდი გულშემატკივარი ხართ. თქვენი საყვარელი გუნდებისა თუ ნაკრებების სტილის შესწავლა საშუალებას მოგცემთ, უფრო ზუსტად იწინასწარმეტყველოთ სავარაუდო შედეგები და მიაღწიოთ მრავალ წარმატებას თამაშის პროცესში.
NBA - ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიური გათამაშება ყოველთვის იპყრობს კალათბურთის ყველაზე დიდი გულშემატკივრების ყურადღებას. ლიგა ჯერ კიდევ 1946 წელს დაარსდა და მას შემდეგ საკალთბურთო სამყაროს ცენტრალური მოვლენაა. რეგულარული სეზონის განმავლობაში თითოეული გუნდი 82 მატჩს ატარებს, 41 მატჩს შიგნით, 41-ს - გასვლაზე.
ევროლიგა - ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაა, რომელსაც ორგანიზებას უწევს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA). გათამაშების გამარჯვებული კლუბი ეუფლება „ვერცხლის კალათს“.
ევრობასკეტი - კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრებაა ევროპის ქვეყნების საკალათბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ევრობასკეტი ევროპაში ცენტრალური საკალთბურთო მოვლენაა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა 2021 წელს საქართველოც იქნება.
კალათბურთის მსოფლიო თასი (FIBA WORLD CUP) - კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებები. თასის გათამაშება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება და FIBA ორგანიზებას უწევს არა მარტო მამაკაცთა ნაკრების მსოფლიო თასის გათამაშებას, არამედ ქალთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატსაც, რომელიც ასევე ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. 2019 წლის მამაკაცთა ნაკრებების გათამაშების ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ არგენტინა და ესპანეთი, სადაც ამ უკანასკნელმა 95-75 სხვაობით დაამარცხა მოწინააღმდეგე.
რომ შევაჯამოთ:
- კალათბურთი, თავისი სიმარტივის, სილამაზისა და მოქნილობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სახეობაა არა მარტო სპორტის გულშემატკივრებისთვის, არამედ ბუკმეიქერებისა და აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისათვის.
- ფსონები კალათბურთში ფეხბურთის მსგავსად ნაწილდება, თუმცა ყველაზე პოპულარულია ფსონების დადება ჰანდიკაპით და თამაშის ტოტალზე.
- ბუკმეიქერები გვთავაზობენ როგორც შიდა ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მოთამაშე კლუბებისა და ნაკრებების გუნდურ და ინდივიდუალურ შედეგებზე ფსონების დადებას.
- ფსონის დადებამდე გირჩევთ, რომ კარგად შეისწავლოთ ბაზარი და მისი მახასიათებლები, გაითვალისწინოთ ფსონის გაკეთების თავისებურებები კალათბურთში და თქვენი ფავორიტების ძლიერი და სუსტი მხარეები.
დაამატე კომენტარი
კომენტარები (0)