სავარაუდოდ ხშირად გიფიქრიათ, რომ აზარტულ თუ ონლაინ თამაშებში წარმატების მისაღწევად იღბალი აუცილებელი ფაქტორია. ხშირად გინახავთ ფილმები ადამიანებზე, ან თავად გსმენიათ მათ შესახებ, ვინც არც თამაშებში ერკვევა, არც რამე განსაკუთრებული მათემატიკური გამოთვლების უნარი აქვს და შეიძლება არც არის სპორტის თუ აზარტული თამაშების დიდი ფანი, მაგრამ მათ პირველ ცდაზე, როცა ითამაშეს, გაუმართლათ და დიდი მოგებაც მიიღეს. სავარაუდოდ, გსმენიათ იღბლიან ლატარეის გამარჯვებულებზე, რომელთა ცხოვრება ერთი ბილეთის ყიდვის შედეგად შეიცვალა.
ყოველივე ეს შეიძლება, მართალიცაა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ გამოუცდელ მოთამაშეებს აქვთ ე.წ. „დამწყების იღბალი“ და შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტორი გიშლიდეთ ხელს, რომ გამოსცადოთ საკუთარ თავი აზარტულ თამაშებში და საკუთარ თავს არ აძლევთ გართობის საშუალებას, რადგან ფიქრობთ, რომ პირველი მოგების შემდეგ ყველაფერი საპირისპიროდ შეტრიალდება და თამაშის დაწყება სანანებელი გაგიხდებათ. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი. აქ მოგიყვებით იმ ცნობილი სტრატეგიების შესახებ, რომელსაც გამოცდილი მოთამაშეები იყენებენ გრძელვადიან პერიოდში გარანტირებული მოგების მისაღებად. ეს სტრატეგიები მრავალი წლის განმავლობაში სპორტული თამაშებითა თუ სხვა საქმიანობით დაკავებული პროფესიონალი ადამიანების დიდ გამოცდილებას ეფუძნება და მათი გამოყენება შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში წარმატებით სრულდება. არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ყოველთვის უნდა გქონდეთ მხედველობაში, სანამ რომელიმე სტრატეგიით სარგებლობას გადაწყვეტთ. ასეთია ინფორმირებულობა, თქვენი ცოდნა სპორტის ან თამაშის იმ სახეობის შესახებ, სადაც ფსონს ჩამოდიხართ და თქვენი ფინანსური შესაძლებლობების რეალისტური შეფასება. თან გახსოვდეთ, რომ აქ ჩამოთვლილი სტრატეგიების უმრავლესობა ზოგადი ხასიათისაა და არა ერთი რომელიმე თამაშისთვის განკუთვნილი. როცა მათ გამოყენებას ისწავლით, შეგიძლიათ მშვიდად ჩაისუნთქოთ და გართობას შეუდგეთ.
რაში გვჭირდება სტრატეგიების გამოყენება ფსონის დადებისას?
სანამ კონკრეტული მაგალითების განხილვას შევუდგებოდეთ, მოკლედ განვიხილოთ, რა სარგებლობა მოაქვს და რაში გვჭირდება სტრატეგიების გამოყენება ფსონის გაკეთებისას. ბუნებრივია, რომ გაგიჩნდებოდათ კითხვა: თუ ეს სტრატეგიები შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ამართლებს და მათ შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია, მაშინ ხომ მათ ყველა გამოიყენებდა და წაგებულიც არავინ დარჩებოდა, რაც ცოტა ძნელად წარმოსადგენია, როცა აზარტულ თამაშებზე ვსაუბრობთ.
საქმე ის გახლავთ, რომ თქვენი კაპიტალი, მიუხედავად მისი ზომისა, არის შეზღუდული რესურსი, რომლის გამოყენებისას მინიმალური გამოთვლა და კრიტიკული აზროვნება აუცილებელია. წარმოიდგინეთ, რომ ფსონის გაკეთებისას, რეალურად ამ კაპიტალის ინვესტირებას ახდენთ, სწორედ იმ მიზნით, რა მიზნითაც ბიზნესმენები აკეთებენ ინვესტიციებს: მიიღონ სარგებელი და გაზრდილი კაპიტალი. თუ გეცოდინებათ თქვენი შეზღუდვები და ისწავლით თქვენი ფულის სწორად გამოყენებას, მაშინ შეძლებთ ბუკმეიქერების მიერ შემოთავაზებული კოეფიციენტების თქვენს სასარგებლოდ ამუშავებას, რაშიც სწორედ სტრატეგიების ცოდნა დაგეხმარებათ. ეს იციან გამოცდილმა პროფესიონალმა მოთამაშეებმა: კონტროლის უნარი და ფსონის დადებისას სწორად გაკეთებული არჩევანი დაგეხმარებათ დიდი წარმატების მიღწევაში. ბოლოს და ბოლოს, ეშმაკი დეტალებშია. სულ მცირე სხვაობას და სწორი თანმიმდევრობით გაზრდილ ფსონის თანხას შეუძლია თამაშის მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს, როცა არჩევანიც სწორად არის გაკეთებული.
შესაძლებელია, თქვენ იღბალსა და თამაშის ინსტინქტს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პროფესიონალები უპირატეობას ანიჭებენ გამოცდილ სისტემას, რომელიც გვასწავლის, რაზე და რა რაოდენობით უნდა ჩამოვიდეთ ფსონს. ეს სისტემა დამყარებულია სტატისტიკურ გათვლებზე და დატესტილია ასეულობით წლების განმავლობაში, როცა არ არსებობდა ონლაინ თამაშები, მაგრამ არსებობდა ფსონის თუ სანაძლეოს დადების ფენომენი. მიუხედავად ამისა, არ არსებობს სტრატეგია, რომელიც აუცილებლად ყოველთვის და ყველგან ამართლებს.
ყველაზე პოპულარული სტრატეგიები
ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული სტრატეგიების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მარტინგეილის მეთოდი/პროგრესია/სტრატეგია - ალბათ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია მეთოდია, რომელიც მათემატიკური პროგრესიის პრინციპზეა აგებული. სტრატეგიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი წაგებული ფსონის შემდეგ ჩამოდიხართ ორჯერ უფრო დიდ ფსონს, რათა მოგების შემთხვევაში აანაზღაუროთ თავდაპირველი დანაკარგი. სტრატეგია თავისთავად უშვებს, რომ არავინ არ წააგებს გამუდმებით; ერთხელ მაინც მოვა თქვენი ფერი ან გაიმარჯვებს თქვენი გუნდი და შეძლებთ წაგებული თანხა აანაზღაუროთ და მოგებაც მიიღოთ. მაგალითად, ავიღოთ რომ ცხენების შეჯიბრების პირველ რაუნდში ჩამოდიხართ ფსონს 10₾ ოდენობით. თუ პირველ რაუნდს წააგებთ, მომდევნო რაუნდში ჩამოდიხართ ფსონს 20₾ ოდენობით. თუ ამ რაუნდსაც წააგებთ, თქვენი მომდევნო ფსონის თანხა იქნება 40₾ და ა.შ. მანამ სანამ თქვენი კანდიდატი არ გაიმარჯვებს და თითოეულ რაუნდში წაგებულ თანხას მთლიანად არ დაიბრუნებთ ერთი გამარჯვებით. ამისთვის საჭიროა რეალური ფსონების შერჩევა, რომელთა კოეფიციენტი იქნება მინიმუმ 2.0. სტრატეგიის თანხამად, მოგების შემთხვევაში ჩამოსული ფსონის რაოდენობა მცირდება, რათა რისკები დააზღვიოთ. გახსოვდეთ, მოთმინება უმნიშვნელოვანესია ამ სტრატეგიის გამოყენებისას: თქვენი მოგების ჯერიც დადგება თუ სწორად თამაშობთ და სტრატეგიიდან არ გადაუხვევთ.
როგორც ყველა სტრატეგიას, მარტინგეილსაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები:
დადებითი: სტრატეგიის ფორმულა მარტივია და რთულ გამოთვლებს არ საჭიროებს. მოკლევადიან პერიოდში წარმატების მიღწევის საშუალებას იძლევა და თანაბრად სასარგებლოა, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთამაშეებისთვის.
უარყოფითი: როგორც წესი, არ გამოდგება თამაშებისა და ჩემპიონატებისთვის, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მიმდინარეობს. სტრატეგია უფრო მეტად გათვლილია ონლაინ კაზინოს თამაშებზე, როგორიცაა რულეტი ან ბლექჯეკი, როცა თამაში რამდენიმე საათს გრძელდება. როგორც წესი, კაზინოები აწესებენ შეზღუდვებს მაქსიმალურ ფსონზე თამაშების მიხედვით. სტრატეგია თავისთავად შეიცავს რისკებს განმეორებით რამდენიმე წაგების შემთხვევაში, ამიტომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა მოითხოვება.
მართებული სვეტის სტრატეგია - თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს მარტინგეილის პროგრესიას. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ყოველი წაგებული ფსონის შემდეგ თანხის გაორმაგების ნაცვლად, მართებული სვეტის სტრატეგია მხედველობაში იღებს ყოველი ახალი თამაშის დაწყებამდე ბუკმეიქერების მიერ შემოთავაზებული კოეფიციენტების შეცვლილ მნიშვნელობას. მაგალითისთვის, ასეთი სტრატეგიის ტიპური ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
შეჯიბრება |
„მართებული“ თანხა (კაზინოს ვალი ჩვენ მიმართ) |
კოეფიციენტი |
ფსონი |
შედეგი |
1 |
3₾ |
3:2 |
2₾ |
წაგება |
2 |
8₾ |
7:5 |
6₾ |
წაგება |
3 |
17₾ |
7:5 |
12₾ |
წაგება |
4 |
32₾ |
6:5 |
27₾ |
წაგება |
5 |
62₾ |
6:5 |
52₾ |
წაგება |
6 |
117₾ |
7:5 |
84₾ |
წაგება |
7 |
204₾ |
4:5 |
255₾ |
წაგება |
8 |
462₾ |
1:1 |
462₾ |
მოგება |
რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს, კრიტერიუმები თითქმის იგივეა, რაც მარტინგეილის შემთხვევაში. აქაც, როგორც მარტინგეილის პროგრესიის დროს, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ფინანსური შეზღუდვები და ვიმოქმედოთ გონივრულად.
ფიბონაჩის სტრატეგია - ფიბონაჩის მიმდევრობა რიცხვების გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობაა, რომელსაც მათემატიკასა და თითქმის ყველა ზუსტ მეცნიერებაში იყენებენ. გასაკვირი არაა, რომ მას ადგილი აზარტულ თამაშებშიც გამოუძებნეს. ამ მიმდევრობის მაგალითია: 0, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21... და ა.შ. ანუ ნებისმიერი მომდევნო რიცხვის მისაღებად საჭიროა დავაჯამოთ წინა ორი რიცხვი. ამ სტრატეგიის გულშემატკივრები სწორედ ამ თანმიმდევრობით დებენ ფსონებს სხვადასხვა მატჩებში. მაგალითად, თუ საფეხბურთო შეხვედრაში თქვენ მიერ დადებული ფსონი 1₾-ია, და ეს ფსონი წააგეთ, მომდევნო მატჩში უნდა ჩამოხვიდეთ 2₾, რომლის წაგების შემთხვევაშიც მომდევნო ფსონი იქნება 3₾ და ა.შ. ყოველი მოგების შემთხვევაში ორი პუნქტით უკან ვბრუნდებით მიმდევრობის ხაზზე. მაგ. თუ მოვიგეთ 8₾, ჩვენი მომდევნო ფსონი იქნება 3₾.
თავისი არსით ეს სტრატეგიაც, მარტინგეილის პროგრესიის მსგავსია, მაგრამ გამოიყენება მხოლოდ თამაშის ფრედ დასრულებაზე დადებულ ფსონებზე, სადაც კოეფიციენტი მინიმუმ 2.6-ის ტოლია. ამ მეთოდის უპირატესობა იმ საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებაში მდგომარეობს, რომ ბუკმეიქერებს, როგორც წესი, უჭირთ თამაშის ფრედ დასრულების გამოცნობა, ფიბონაჩის თანმიმდევრობა კი გვთავაზობს შედარებით ლოგიკურ და მათემატიკურად დამტკიცებულ პროგრესიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბუკმეიქერების ეს სისუსტე ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
დადებითი მხარე ფიბონაჩის სტრატეგიაში არის მისი სიმარტივე, მოქნილობა და გარანტირებული მოგება, თუ ჩავთვლით იმას, რომ უკვე მობილიზებული გაქვთ წინასწარ განსაზღვრული კაპიტალი, რომლის „ჩადებასაც“ აპირებთ. რაც უფრო დიდი ხანი თამაშობთ, გეძლევათ პატარა ნაბიჯებით დიდი მოგების დაგროვების შესაძლებლობა.
ურყოფით მხარეს რაც შეეხება, თითქმის იგივეა რაც მარტინგეილის დროს. თუ განმეორებით რამდენიმე წაგება გაქვთ და თქვენი კაპიტალი ამოიწურა, ცუდ ადგილას აღმოჩნდებით, რადგან თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებთ წაგებული თანხის ამოსაღებად. მაგ. თუ დაიწყეთ 5₾-ით და ზედიზედ 9-ჯერ წააგეთ ფსონი, ახლა მოგიწევთ 275₾-ის დადება, მხოლოდ იმისთვის, რომ კაზინოსთან გასწორდეთ. ამიტომ აქაც ყურადღება და კონტროლის უნარი მნიშვნელოვანია რისკებისგან თავის დასაცავად.
ფიქსირებული ფსონების სტრატეგია - ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო და მარტივი სტრატეგიაა, რომლის სახელიც გვეუბნება, რომ წაგებისა თუ მოგების მიუხედავად, ყოველი მომდევნო ფსონი იმავე მოცულობისაა, რაც წინა. ანუ არ იცვლება ფსონის თანხა, ფიქსირებულია. შესაძლებელია, ეს სტრატეგია რისკებისგან ყველაზე დაზღვეულ ვარიანტად გამოიყურება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მოგებაც შედარებით ნაკლები იქნება.
სენსაციები ჩემპიონატებზე - აღნიშნულ სტრატეგიას, როგორც წესი, იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის თასის გათამაშების დროს. მაგალითად, ინგლისის უმაღლესი ლიგიდან ვირჩევთ 5 გუნდს, რომელიც შეხვედრებს მართავენ ქვედა ლიგის გუნდებთან. ამის შემდეგ ფსონს ვდებთ 5-ივე გუნდის წაგებაზე, მხოლოდ და მხოლოდ, იმ პირობით, რომ ყოველი ფსონის კოეფიციენტი მინიმუმ 6.0-ის ტოლი იქნება, რადგან ერთის გამოცნობაც საკმარისია, თქვენ მიერ დანარჩენ ოთხში წაგებული თანხის „ამოსაღებად“ და დამატებითი მოგების მისაღებად. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიასაც აქვს თავისი მინუსები, მაგრამ რისკი შედარებით დაბალია, როცა ვირჩევთ გუნდებს, რომელთაც დიდი ალბათობით მოგების პოტენციალი აქვთ ქვედა ლიგის გუნდებთან შეხვედრებში.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ უამრავი სხვა სტრატეგია, რომელსაც დამწყები თუ პროფესიონალი მოთამაშეები მიმართავენ. ყველა მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს და პრეფერენციები რომელიმეს მიმართ მთლიანად მოთამაშის გემოვნებასა და მის გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
რომ შევაჯამოთ:
- სტრატეგიების შემუშავება ან უკვე არსებული მეთოდების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ცივი გონებით ვიმოქმედოთ და რისკები შედარებით დავაზღვიოთ.
- არსებობს ბევრი სხვადასხვა სტრატეგია ქვეყნების, კაზინოებისა და თამაშების სახეობების მიხედვით, რომელსაც ფსონების დადებისას იყენებენ. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ყველაზე პოპულარული მეთოდებია მარტინგეილის პროგრესია, მართებული სვეტის სტრატეგია და ფიბონაჩის მეთოდი.
- გახსოვდეთ, არ არსებობს სტრატეგია, რომელიც ყოველთვის ამართლებს. იმოქმედეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა და ფინანსური შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიყევით თქვენი საყვარელი სტრატეგიის ნაბიჯებს.
დაამატე კომენტარი
კომენტარები (0)