ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ბუკმეიქერებისა და ფსონების შესახებ

ბუკმეიქერის ოფისი არის ადგილი, სადაც იდება ყველა ფსონი. ბუკმეიქერი თავად სწავლობს კონკრეტული სპორტული შეხვედრის სავარაუდო შედეგებს და თითოეულ მათგანს გარკვეულ რიცხვით მნიშვნელობას ანიჭებს, რომელიც რომელიმე შედეგის დადგომის ალბათობას წინასწარმეტყველებს. თქვენი წარმატების შემთხვევაში დადებული ფსონი სწორედ ამ რიცხვით მნიშვნელობაზე მრავლდება. 

რა არის კოეფიციენტი? 

თამაშის თითოეულ შესაძლო შედეგს ბუკმეიქერი ანიჭებს რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრავს მოგებული თანხის მოცულობას და თამაშის ამ შედეგით დასრულების ალბათობას. სწორედ ამ რიცხვით მნიშვნელობას ვუწოდებთ კოეფიციენტს. 

მაგალითად, ავიღოთ საფეხბურთო მატჩი: ბარსელონა VS რეალი. ბუკმეიქერის მიერ შემოთავაზებული გვაქვს შემდეგი ვარიანტები: 1,69; 4,49; 5,15 (პირველი კოეფიციენტი შეესაბამება ბარსელონას მოგებას, მეორე კოეფიციენტი თამაშის ფრედ დასრულებას, ხოლო მესამე კოეფიციენტი ბარსელობას წაგებას). იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩამოხვედით ფსონს 100 ლარის ოდენობით ბარსელონას სასარგებლოდ ბუკმეიქერის მიერ შემოთავაზებული კოეფიციენტით 1,69, თქვენი მოგებული თანხა გამრავლდება სწორედ ამ კოეფიციენტზე და თქვენი წმინდა მოგება იქნება 69 ლარი (100₾*1,69=169₾). 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბუკმეიქერის კოეფიციენტი თამაშის კონკრეტული შედეგით დასრულების ალბათობასაც გამოსახავს. 

რაც უფრო დაბალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული კონკრეტულ შედეგს ბუკმეიქერის მიერ, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შეხვედრა სწორედ ამ შედეგით ან ამ შედეგთან ახლოს მდგარი ნიშნულით დასრულდება. 

მაგალითად, ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუკმეიქერი თავადაც ბარსელონას მოგებას ვარაუდებს, რადგან მის მოგებაზე შემოთავაზებული კოეფიციენტი გაცილებით პატარაა, ვიდრე თამაშის ფრედ ან ბარსელობას წაგების შემთხვევაში შემოთავაზებული ვარიანტები. 

კოეფიციენტების სახეობები

სხვადასხვა ქვეყანაში კოეფიციენტების გამოხატვისა და გამოთვლის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. აქ მოკლედ განვიხილავთ სამ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს: 

ინგლისური მეთოდი - ინგლისური კოეფიციენტი წილადობრივი ფორმატით გამოიხატება, მაგალითად 20/4-ზე. აღნიშნული კოეფიციენტი მიუთითებს, რომ ფსონად დადებულ ყოველ 4 ფუნტზე, წმინდა მოგების სახით მივიღებთ 20 ფუნტს, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ინგლისური კოეფიციენტის ჩვენთვის შედარებით ნაცნობ ათწილად ანუ დეციმალურ სისტემაში გადასაყვანად, მრიცხველი უნდა გავყოთ მნიშვნელზე და მიღებულ რიცხვს უნდა დავუმატოთ ერთი. გამოდის, რომ 20/4 ინგლისური კოეფიციენტი დეციმალურ სისტემაში ჩაიწერება როგორც 6.0. 

ევროპული მეთოდი - კოეფიციენტების გამოსახვის ალბათ ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარული ფორმაა, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ. ევროპული კოეფიციენტი ათწილადის სახით გამოხატება, მაგ. 2.0, 1.5 და ა. შ. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილია ერთ-ერთი ქართული ონლაინ კაზინოს ე.წ. ხაზი, სადაც მოყვანილია ინფორმაცია დაგეგმილი მატჩების შესახებ, ასევე „შედეგების“ სვეტში თითოეულ თამაშს მინიჭებული აქვს ნაწინასწარმეტყველები შედეგი (მოგება, წაგება, ფრე რომელიმე გუნდის სასარგებლოდ), ხოლო კოეფიციენტების სვეტში შეგვიძლია ვიხილოთ ამ შედეგის სასარგებლოდ მინიჭებული რიცხვითი მნიშვნელობა. სიმბოლო 1 მიუთითებს, რომ პირველი გუნდი მოიგებს თამაშს მატჩის ძირითად დროში, x – აღნიშნავს თამაშის ფრედ დასრულებას, ხოლო 2 - სტუმარი გუნდის მოგებას მატჩის ძირითად დროში. შესაბამისად, 1x - პირველი გუნდი მოიგებს ან ფრედ დაასრულებს ძირითად დროში; 12 - პირველი ან მეორე გუნდის მოგება ძირითად დროში, ხოლო x2 - მეორე გუნდის მოგება ან ფრედ დასრულება თამაშის ძირითად დროში. 

ამერიკული მეთოდი კოეფიციენტების გამოსახვის ყველაზე განსხვავებული სისტემაა, რომელსაც ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ. მისთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი მოვლენაა „Z“-ის ან სიმბოლო „-“ არსებობა რიცხობრივი მნიშვნელობის წინ. სწორედ ეს ნიშანი განსაზღვრავს თამაშის უდავო ფავორიტს. 

სპორტული ფსონების სახეობები

სხვადასხვა ბუკმეიქერი სხვადასხვა ტიპის ფსონს გვთავაზობს. თითოეული მათგანი განსხვავდება, როგორც სავარაუდო შედეგებით, ასევე გამოთვლის გზებით. მათგან ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი, ექსპრეს და სისტემური ფსონები. 

ჩვეულებრივი - ფსონის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც წარმოადგენს ერთჯერად ფსონს, რომელსაც ერთი კონკრეტული შედეგის დადგომაზე დებენ (მოგება, წაგება, ფრე).

ექსპრეს ფსონი - რამდენიმე ჩვეულებრივი ფსონის კომბინაციაა, სადაც მოთამაშეები წინასწარმეტყველებენ რამდენიმე შეხვედრის შესაძლო შედეგს და ყველას გამოცნობის შემთხვევაში თითოეული შედეგისთვის მინიჭებული კოეფიციენტი ერთმანეთზე მრავლდება. შესაბამისად, იგი ბევრი მოთამაშისთვის საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტია, მაგრამ ექსპრეს ფსონი ბევრად უფრო სარისკოა ვიდრე ჩვეულებრივი ფსონი. 

ექსპრეს ფსონში დამატებული თითოეული შეხვედრის შედეგად იზრდება საერთო კოეფიციენტი, მაგრამ მცირდება წარმატების ალბათობა. 

სისტემური ფსონი - რამდენიმე ექსპრეს ფსონის კომბინაციაა, სადაც თქვენ წინასწარმეტყველებთ რამდენიმე შეხვედრის შედეგს წინასწარ განსაზღვრული სიმრავლიდან. მაგალითად, ორი სამიდან, ოთხი ხუთიდან და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სისტემური ფსონის კოეფიციენტების მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე ექსპრეს ფსონების. 

აღსანიშნავია, რომ ფსონების დადება არაა შესაძლებელი მხოლოდ კონკრეტულ შედეგზე (მოგება, წაგება, ფრე), არამედ გატანილი ქულების, გამარჯვებულისა და წაგებულის ქულების სხვაობაზე და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გააჩნია სპორტის სახეობასა და ბუკმეიქერის ვინაობას. სხვადასხვა ბუკმეიქერმა შეიძლება შემოგვთავაზოს სხვადასხვა ტიპის ფსონები მათი გემოვნებისა და გამოცდილების მიხედვით. 

მნიშვნელოვანია, ასევე მოკლედ მიმოვიხილოთ ფსონის დადების დრო. როგორც წესი, ბუკმეიქერების აბსოლუტური უმრავლესობა ფსონის დადებას გვთავაზობს ჩვენ მიერ არჩეული კოეფიციენტებით თამაშის დაწყებამდე, რის შემდეგაც თამაშის მიმდინარეობის პროცესში ჩვენი კოეფიციენტის ან ნაწინასწარმეტყველები ორმაგი შედეგის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ არიან ბუკმეიქერები, რომლებიც გვთავაზობენ ე.წ. ლაივბეთს, რაც გულისხმობს თამაშის მიმდინარეობის პროცესში ჩვენ მიერ ნავარაუდევ შედეგებში ცვლილებების შეტანას. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში არსებობს გარკვეული წესები და რეგულაციები, რომლებსაც მოთამაშეები უნდა დაემორჩილონ. 

ფსონის ტიპები

ზემოთ მოყვანილი ზოგიერთი მაგალითისა და აწ განსახილველი შემთხვევების საფუძველზე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ზოგადი სურათი და აღვწეროთ ფსონის ტიპები, რომელსაც ყველაზე ხშირად შეხვდებით სპორტულ სამყაროში: 

პირდაპირი ფსონი/ორმაგი შედეგი/ჩვეულებრივი ფსონი - ყველა ეს ტერმინი გამოიყენება ყველაზე გავრცელებული ფსონის ტიპის აღსაწერად. ასეთ დროს მოთამაშე ფსონს დებს კონკრეტული გუნდის ან მოთამაშის მოგებაზე, წაგებასა ან თამაშის ფრედ დასრულებაზე. 

ფსონი ჰანდიკაპით - განვმარტავთ, როგორც მონაწილის ან გუნდის უპირატესობის ან ჩამორჩენის არსებობას ან არარსებობას, რომელიც გამოხატულია ქულებით/წამებით/თამაშების რაოდენობით და ა.შ. (გააჩნია სპორტის სახეობას). 

ტოტალი - ოვერბეთინგი/ანდერბეთინგი - ამ ტიპის ფსონებს შეხვდებით სპორტის ბევრ სხვადასხვა სახეობაში და ისინი განსაკუთრებული პოულარულობით სარგებლობენ. იდეა მდგომარეობს შემდეგში: ბუკმეიქერი წარმოადგენს თავის მონაცემებს, ე.წ. ხაზს, რომელიც ასახავს დაგეგმილ შეხვედრაში გატანილი გოლებისა თუ გუნდებისა და მოთამაშეების მიერ მოპოვებული ქულების ტოტალურ, ჯამურ რაოდენობას. ამის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, დადოთ ფსონი საბოლოო შედეგზე: გადააჭარებებს თუ არა გოლებისა და ქულების ჯამური რაოდენობა ბუკმეიქერის მიერ შემოთავაზებულ რიცხვს თუ პირიქით, ბუკმეიქერის მიერ შემოთავაზებული რიცხვი უფრო დიდი იქნება გატანილი გოლებისა თუ მოპოვებული ქულების ჯამურ რაოდენობასთან შედარებით. 

მაგ. ინგლისის გუნდი ხვდება კრიკეტში ავსტრალიის გუნდს. ბუკმეიქერი გვთავაზობს ვარიანტს, რომ ორივე გუნდის მიერ მოპოვებული ქულების ტოტალური რაოდენობა იქნება 780. ამის შემდეგ კი გვთავაზობს ასეთ კოეფიციენტებს: 

ინგლისი vs ავსტრალია

780-ზე    ზემოთ - 1.80.

780ზ-ზე  ქვემოთ - 2.15

თქვენ ჩამოდიხართ ფსონს: იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული ქულების ჯამური რაოდენობა აღემატება 780-ს და სწორედ ამ შედეგზე ჩამოხვედით ფსონს, თქვენ მიერ დადებული თანხა გამრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე -  1.80. 

გარდა ყოველივე ამისა, შესაძლებელია ფსონი დადებულ იქნას პირველ გოლზე, პირველ მოთამაშეზე ვინც გაიტანს გოლს, პირველი მატჩის გამარჯვებულზე და კიდევ ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც ბუკმეიქერისა და სპორტის სახეობაზეა დამოკიდებული. სანამ ფსონის დადებას გადაწყვეტთ, კარგად შეისწავლეთ ბაზარი, ნახეთ, რას გთავაზობენ სხვა ბუკმეიქერები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. 

დაამატე კომენტარი

კომენტარები (1)

Fiesta777
Fiesta777

Ves

პოპულარული სტრატეგიები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ ფსონის დადებამდე

ფსონები კრივში: ადგილი, სადაც ადრენალინი აზარტზე მეტია